ეკარდ კრაუტზუნმა, იურგენ კლოპის ყოფილმა კოლეგამ განაცხადა, რომ გერმანელ სპეციალისტს "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს.
კლოპმა დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი მიმდინარე წელს მიატოვა და მას შემდეგ მის სახელს "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს" უკავშირებენ.
თუმცა "მაინცში" მუშაობისას მისი ყოფილი კოლეგა კრაუტზუნი მიიჩნევს, რომ იურგენს "წითელი ეშმაკების" რიგებში სურს მუშაობა.
"იურგენი ინგლისურად მეტყველებს. ერთხელ "იუნაიტედის" შესახებ ვისაუბრეთ და მითხრა, რომ თუ ოდესმე "ბორუსიას" დონეს ვეღარ დააკმაყოფილებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება მისი კლუბი.
მაგრამ ახლა მოცემული ვაკანსია დაკავებულია. კლოპი იდეალურად მოერგებოდა ინგლისურ კლუბს, რომელსაც კარგად მართავენ და რომელიც კარგად ორგანიზებულია.
კლუბს, რომელსაც ძალიან კარგი დირექტორთა საბჭო ჰყავს. კლუბი, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს, მისი შესაფერისია", - განაცხადა კრაუტზენმა.