"ლივერპული" მანჩესტერ იუნაიტედთან" რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" მზად არიან სტერლინგი შეიძინონ, თავად ფეხბურთელი კი მიუხედავად კლუბებს შორის არსებული დაპირისპირებისა, "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის სურვილს გამოთქვამს.
"ლივერპულმა" საჯაროდ განაცხადა, რომ რაჰიმის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა თუ ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას კვლავ იუარებს, მასთან განშორებაზე კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად დაფიქრდება.
თუმცა "ლივერპული" ასეთ შემთხვევაშიც კი არ გაუშვებს ახალგაზრდა ინგლისელს "იუნაიტედში", რადგან პირდაპირი კონკურენტის გაძლიერება არ სურს და შესაძლოა სტერლინგი მადრიდის "რეალში" ვიხილოთ.