"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ნახევარმცველი, ხანგძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება. მას შემდეგ რაც "ტოტენჰემის" პლეიმეიკერმა, რაიან მეისონმა, ვარჯიშზე მუხლის ტრამვა მიიღო, როი ჰოჯსონმა მისი შეცვლა ტომ ქლევერლით გადაწყვიტა.
ქლევერლი, რომელსაც ინგლისის ნაკრების მაისურით 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, შემადგენლობას დუბლინში გამგზავრებამდე შეუერთდება, სადაც საშუალება ექნება ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზოს.
25 წლის ნახევარმცველს, უკანასკნელად ამის შესაძლებლობა 2013 წლის ნოემბერში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიეცა. ქლევერლიმ მიმდინარე სეზონში "ასტონ ვილას" მაისურით იასპარეზა, სადაც 37 შეხვედრის ჩატარება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ კვირას ინგლისის ნაკრები ირლანდიას ამხანაგურად გაეჯიბერბა, შემდეგ კვირას კი სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს, ევრო 2016–ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდება.