ტომ ქლევერლი დიდი ალბათობით კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს - ინგლისელი სამედიცინო შემოწმებას "გუდისონ პარკზე" გადის.
Sky Sports-ი ირწმუნება, რომ ტომმა ლივერპულელებთან უკვე მოახერხა 5-წლიანი კონტრაქტის შეთანხმება. "ევერტონში" ქლევერლი "უიგანში" ასპარეზობისას თავის ყოფილ მწვრთნელ რობერტო მარტინესს შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი 25-წლის ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით განათხოვრების შემდეგ "ასტონ ვილაში" გაატარა. შეთანხმების ამოწურვის შემდეგ კი "ვილა პარკზე" დარჩენა არ ისურვა, ხოლო "იუნაიტედი" მის დაბრუნებას არ აპირებს.