ანხელ დი მარიას მიერ "ლესტერ სიტის" კარში გატანილი გოლი გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად პრემიერ ლიგის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.
არგენტინელი ვინგერის მიერ სექტემბერს გატანილი გოლი, რომლის მიუხედავად "იუნაიტედი" 5-3 დამარცხდა, 8 გოლიდან გამოირჩა და გულშემატკივართა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო.
ჯერმეინ დეფოსა და ჩარლი ადამის დამარცხების შემდეგ დი მარიას გოლი ფინალურ ეტაპზე ფილიპე კოუტინიოს მიერ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გატანილ ბურთს დაუპირისპირდა. თავდაპირველად სწორედ ბრაზილიელის გოლი ლიდერობდა, თუმცა ბოლოს "იუნაიტედის" შვიდიანმა გაიმარჯვა.
აღნიშნული გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" წლის საუკეთესო გოლის პრიზისთვის ბრძოლაში "ლივერპულის" კარში ხუან მატას მიერ გატანილ მეორე გოლს ჩამორჩა და გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა უფრო ფართო მასშტაბზე წარმატებას მიაღწია.