ედ ვუდვორდი ბენზემას აგენტს შეუთანხმდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი "რეალ მადრიდის" თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას აგენტს შეხვდა, რათა ფრანგის შესაძლო ტრანსფერი განეხილათ. ჭორების მიხედვით, მოლაპარაკება შედგა და ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებს. არსებული ინფორმაციით, ვუდვორდი ქარიმის აგენტს ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა.
Manchester Evening News-ის თქმით, "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "იუნაიტედის" წარმომადგენლებს უკვე გადასცა სატრანსფერო სია, რომელშიც ბენზემას სახელიც ფიგურირებს.
წყაროების თანახმად, ბენზემა შესაძლოა ბარტერის მონაწილე გახდეს. მოგეხსენებათ, "რეალი" ყველა ღონეს ხმარობს დავიდ დე ხეას გაფორმებისთვის, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია თავის მომავალი, მაგრამ არსებობს ჭორები, რომლის მიხედვითაც "რეალის" ახლად დანიშნული მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი უკან არ დაიხევს, რათა დე ხეა "სანტიაგო ბერნაბეუზე" იხილოს.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი მცდელობა ფრანგი ფორვარდის გასაფორმებლად. 2009 წლის ზაფხულში "იუნაიტედი" ახლოს იყო ფრანგის გაფორმებასთან, თუმცა ბენზემამ "რეალში" გადასვლა ამჯობინა.
წყარო:
fapl.ru