"ლაციოს" ხელმძღვანელობამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" რობინ ვან პერსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
სატრანსფერო ღირებულება 15 მლნ. ევროს შეადგენს, ხოლო თავად ჰოლანდიელ ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ 4 მლნ. ევროს ხელფასის რაოდენობით. თუმცა ვან პერსის ამჟამად არსებული 5 მილიონიანი შეთანხმების შენარჩუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვან პერსიმ 2014/15 წლების სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.