თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2015, 18:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1609,
კომენტარები: 5
მოიესი: "ბეილის ყიდვის შანსი არ მქონდა"
დევიდ მოიესი გარეტ ბეილის შეძენას ცდილობდა, თუმცა წარუმატებლად.
მოიესი:
დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობის დროს გარეტ ბეილის შეძენას ცდილობდა.

ლუი ვან გაალი ცდილობს უელსელი ფეხბურთელი ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" გადაიბიროს, თუმცა დევიდ მოიესი ამბობს, რომ ბეილის შეძენა ორი წლის წინაც სურდა, თუმცა შანსი არ ჰქონდა.

"გარეტ ბეილი საოცარი ფეხბურთელია. მისი შეძენა მსურდა, როცა "ტოტენჰემში" თამაშობდა, მე კი "იუნაიტედის" მწვრთნელი ვიყავი, მაგრამ ამის შანსი არ მქონდა. მთელი გულით სურდა მადრიდის "რეალში" გადასულიყო.

როგორც კი "იუნაიტედში" მივედი, ჩემი უმთავრესი მიზანი მისი შეძენა გახდა. მას შეუძლია გოლების გატანა, გოლების შექმნა, აქვს სისწრაფე, ფიზიკურად ძლიერია და ვფიქრობ, მომდევნო სეზონში "რეალის" ვარსკვლავი იქნება",
- განაცხადა მოიესმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ივნისი 2015 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოიესის სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კაცს რეალში უნდა თამაში და თუ თვითონ გუნდმა არ გააგდო ბეილი არსად არ წავა.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
4 ივნისი 2015 20:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეგ ყველამ იცოდა რო რეალში წავიდოდა თორე ამის ტრანსფერი დახატავდა გუნდს. პრემიერ ლიგაში გაცილებით ძლიერი იყო. გასაგებია აქ რონალდუს და სხვების ფონზე უწევს თამაში, მარა მაინც აქ უკეთეს ფეხბურთს დებდა
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 ივნისი 2015 20:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არც მიკვირს, რომ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობას ანჩელოტი ერჩივნა. ფერგი რომ ყოფილიყო შეიძლებოდა მისი ავტორიტეტი გამხდარიყო ფაქტორი, თუმცა ალბათ, თავად "რეალის" სახელმა უფრო გადააწყვეტინა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Malboro463
4 ივნისი 2015 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ალექსაც ვეღარ მოყავდა ლა ლიგიდან ფეხბურთელები.
ამის ყიდვას სტერლინგი იყიდონ მირჩევნია

ალექსაც ვეღარ მოყავდა ლა ლიგიდან ფეხბურთელები.
ამის ყიდვას სტერლინგი იყიდონ მირჩევნია
0
№5
ავტორი: AkkRed
5 ივნისი 2015 13:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ფერგის ავტორიტეტი იმოქმედებდა, იმიტომ რომ თვითნ ბეილმაც თქვა ტოტენჰემში როდესაც იყო ფერგისთან ერთად მუშაობა მინდაო, მაგრამ თვითონ ფერგი არ იყიდიდა ბეილს 80 მილიონად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top