სოციალურ ქსელში ეშლი იანგის ფოტოს გავრცელების შემდეგ, რომელიც შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო სეზონის სათამაშო ფორმის ჩვენებასაც ეხება, "წითელი ეშმაკების" ქომაგებს შორის სპეკულაციები დაიწყო.
კლუბის ქომაგი მოუთმენლად ელოდება adidas-ის დიზაინით შექმნილ მაისურს, აქამდე "იუნაიტედს" იმავე სამსახურს NIKE უწევდა, თუმცა გასულ ზაფხულს "წითლებმა" უფრო სარფიანი შეთანხმება განახორციელეს adidas-თან, რაც 10-წლის განმავლობაში 750 მლნ. ფუნტის გადახდას ითვალისწინებს.
ახალი მაისურის მიხედვით adidas-ის თეთრი ზოლების მსგავსი ფორმას მხარზე ექნება, მკლავები კი იმავე ფერით დაბოლოვდება, თუმცა უცნობია არის თუ არა ეს მაისურის რეალური დიზაინი.
Nike-თან შეთანხმება 31 ივლისს იწურება, ხოლო Adidas-თან გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად 1 აგვისტოს შევა ძალაში.