"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელი სერ ალექს ფერგიუსონი არ დაისჯება მსაჯთან ცუდი ურთერთობის გამო რომელიც მოხდა "ნიუკასლთან" მატჩში. შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონი უკმაყოფილო იყო მსაჯებით იმის გამო, რომ მისი აზრით არასწორად განსაჯეს ევანსის ავტოგოლი და ის ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ჯონი ევანსზე დაირღვა თამაშის წესები. სერ ალექსის რისხვა თავს დაატყდა მსაჯს-ჯეიკ კოლინს, რომელმაც ევანსის ავტოგოლის დროს თამაშგარე დააფიქსირა პაპის სისეზე, მაგრამ თავისი აზრი მყარად ვერ წარუდგინა მთავარ არბიტრს მაიკლ დინს რის შემდეგაც საბოლოოდ ეს გოლი ჩაითვალა. ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მსაჯთან უხეშად მიმართვის გამო ფერგიუსონს არ დასჯიან, რადგან FA-მ ეს მიზანშეწოლილად არ მიიჩნია. ეს, რომ არ მომხდარიყო ფერგიუსონს ემუქრებოდა რამოდენიმე მატჩიაი დისკვალიფიკაცია.