ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული გაზეთი საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სადაც მოცემულია გასულ სეზონში შემჩნეული გამორჩეული მომენტები
რეკორდული ფანების რაოდენობა ამერიკაში
● 2 აგვისტო , 2014 "იუანიტედის" ფანები იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მოპოვებული სიდიადის ნიშანია. ორივე, "რეალ მადრიდი" და "იუნიატედი" დიდი კლუბები არიან, თუმცა ჩიკაგოს "სოლდიერ ფილდის" მოედანზე გამართულ მეგობრულ მატჩში უძლიერესი ინგლისური კლუბი აღმოჩნდა. მათ 109,318 გულშემატკივრის წინაშე "სამეფო კლუბი" 3-1 დაამარცხეს.
უეინ რუნი გახდა კაპიტანი ● 12 აგვისტო , 2014 ვან გაალმა ანდო გუნდის კაპიტნობა ინგლისელ ვარსკვლავს და გუნდის ლიდერს. ამგვარი გადაწყვეტილება მართლაც რომ გამართლებულია და როგორც გამოჩნდა, წარმატებულიც.
სეზონის დასაწყისში გაცრუებული იმედები
● 16 აგვისტო, 2014 წაუგებელი წინა სასეზონო მატჩების შემდეგ ლუი ვან გაალის დებიუტი პრემიერ ლიგაში პირველი დამარცხებით დაიწყო. გილფი სიგურდსონის იდეალურმა თამაშმა "სუონსის" სამი ქულა მოუტანა. ამავე თამაშში შედგა ჯესი ლინგარდისა და ტაილერ ბლეკეტის დებიუტიც.
ანხელ დი მარიას გაფორმება
● 26 აგვისტო, 2014 "იუანიტედის" ხელმძღვანელობის დახმარებით ლუი ვან გაალმა შეძლო გაეფორმებინა ანდერ ერერა, როხო , ლუკ შოუ, მანამ სანამ ანხელ დიმარიას გაიფორმებდა 60 მილიონ ფუნტ-სტერლინგად. მათ სიას მოგვიანებით დეილი ბლინდიც შეემატა 16 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.
გამოვარდნილი "დონსის" მიერ
● 26 აგვისტო, 2014 პირველი ლიგაში მყოფმა "დონსმა" ჯერ კიდევ გამოუცდელი ლუი ვან გაალის "მანჩესტერი" იპონით დაამრცხა , ანგარიშით 4-0. ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტი ჯერ-ჯერობით ლუი ვან გაალის "მანჩესტერულ" კარიერაში.
ნახვამდის დენი უელბეკ
● 1 სექტემბერი , 2014 "დონსთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ დენი უელბეკი ხუთ დღეში "არსენალის" ფეხბურთელი გახდა. ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფორვარდი არ იყო საკამრისად კარგი მისი თერთმეტეულისთვის და სულაც არ გრძნობდა თავს დამნაშავედ იმ ფეხბურთელის გაშვების გამო, რომელიც გუნდში რვა წლიდან ირიცხებოდა.
"იუნაიტედის" დაბრუნება
● 14 სექტემბერი , 2014ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ "იუნიატედმა" შეძლო გამარჯვებისთვის ალღოს აღება და "ქპრ" 4-0 დაამარცხა. ახალწვეულმა დიმარიამ და ანდერს ერერამ მოახერხეს გოლების გატანა და თავის გამოჩენა ამ მატჩში.
დამარცხდე ხუთი გაშვებული გოლით... "ლესტერთან?"
● 21 სექტემბერი, 2014 "იუნიატედი" დამარცხდა ორი გოლის სხვაობით მეორედ პირველი ხუთი მატჩის განმავლობაში. "წითლებმა" მეორე ნახევარში ოთხი გოლი გაუშვეს და მთლიანობაში 5-3 წააგეს. შედეგად, ვან გაალის გუნდი მეთორმეტე ადგილზე ჩამოქვეითდა.
იმედგაცრუება დერბიში.
●2 ნოემბერი, 2014ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიცია "ეტიჰადზე" "სიტის" დამარცხებისა ამ სეზონში კიდევ უფრო რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა, მას შემდეგ , რაც მატჩის არბიტრმა მოედნიდან კრის სმოლინგი გააძევა, მარკოს როხომ კი ტრავმის გამო იძულებით დატოვა მოედანი. შედეგად, აგუეროს მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა "სიტის" გამარჯვება მოუტანა.
"ლივერპულის" ფეხქვეშ გათელვა
● 14 დეკემბერი, 2014 "იუნაიტედმა" გამოასწორა საკუთარი თამაში "სიტისთან" წაგების შემდეგ და ზედიზედ ექვსი მატჩის მოგება მოახერხა. მათ შორის იყოს მოსისხლე მტრების უშანსოდ დამარცხება ანგარიშით 3-0. ამ გამარჯვებამ წითლები მესამე ადგილზე დააწინაურა.
დამცირებული "კემბრიჯის" მიერ
● 23 იანვარი, 2015 "იუნაიტედმა" ვერ მოახერხა პირველ მატჩში გამოუცდელი, არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული "კემბრიჯის" დამარცხება, რაც კრიტიკოსებმა ვან გაალს დააბრალეს. განმეორებით მატჩში "წითლებმა" შეძლეს პრესტიჟის აღდგენა და კემბრიჯელები 3-0 დაამრაცხეს.
"სუონსთან" მეორედ დამარცხება ისტორიაში პირველად
● 21 თებერვალი, 2015 "სუონსმა" ისტორიაში პირველად მოახერხა "იუნიატედის" დამარცხება ზედიზედ ორჯერ სეზონის განმავლობაში. უელსელებმა ინგლისელებს 1-2 მოუგეს , შედეგად "წითლები" მესამე ადგილიდან მეოთხეზე ჩამოქვეითდნენ.
დი მარიას გაძევება
● 9 მარტი, 2015 "არსენალმა" მოახერხა "ოლდ ტრაფორდზე" საშინელი სტატისტიკის გამოსწორება ასოციაციის თასის მეექვსე რაუნდში, როცა ისინი "ეშმაკუნებს" დაუპირსპირდნენ და დენი უელბეკის გოლის წყალობით მასპინძლები დაამარცხეს. ამ მარცხში თავისი წვლილი არგენტინელმა ვინგერმაც შეიტანა, რომელმაც მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა.
რევანში "სიტის" წინააღმდეგ
● 12 აპრილი სერხიო აგუეროს მიერ გატანილი გოლის შემდეგ "იუნიატედმა" მოახერხა მატჩზე სათანადოდ კონცენტრირება და თანაქალაქელები დამაჯერებელი ანგარიშით , 4-2 დაამარცხა. იანგმა, ფელაინიმ, მატამ და სმოლინგმა მოახერხეს საკუთარი გვარის დაფიქსირება მოედნის ტაბლოზე , რაც იმას ნიშნავდა, რომ "იუნიატედი" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა მეორე ადგილზე მყოფ "არსენალს".
"ევერტონთან" განადგურება
● 26 აპრილი, 2015 "ევერტონთან" სამი ბურთის სხვაობით წაგების შემდეგ "იუნიატედმა" ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ პირველად წააგო სამი მატჩში ზედიზედ, რის გამოც "წითლების" ოთხეულში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თავისმხრივ, ამ დამარცხებებმა "წითლებს" მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაუკარგა. საბედნიეროდ "იუნიატედმა" მოახერხა ოთხეულში დარჩენა.
დეპაის გადმობირება
● 13 მაისი, 2015 დადებითად შეფასებულ ჰოლანდიელ ახალგაზრდა ფეხბურთელს აქტიურად იწვევდა "ლივერპული" და პსჟ, თუმცა ვან გაალის წინდახედულობამ ყველა მსურველს გზა ჯერ კიდევ მაისის პირველ ნახევარში მოუჭრა და თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა "წითელ ეშმაკუნებში" აღმოჩნდა.
ჭორები დე ჰეას ირგვლივ
● 18 მაისი, 2015 მას შემდეგ რაც იკერ კასილასმა ფორმა დაკარგა და "რეალის" ფანებმა სტვენა დაუწყეს, აგორდა ჭორები დე ჰეას "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით. ფაქტია, ესპანელი კიპერი არაფერს ადასტურებს და არაფერს უარყოფს, ვან გაალი კი ამბობს რომ დევიდისთვის მანჩესტერში ცხოვრება სიძნელეებთანაა დაკავშირებული.
გენიალური საღამო
● 19 მაისი, 2015 ვან გაალმა "იუნაიტედის" გალა საღამოზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თავისი გამოსვლით, სადაც სეზონი შეაჯამა . მისმა ორატორულმა ნიჭმა ბევრ გულშემატკივარს შემართება და იმედი დაუბრუნა. ბევრი კი იმაზე ხუმრობდა, ასეთი ენერგიული თუ იყო, მთელი სეზონი სათადარიგო სკამზე რატომ იყო მიწებებულიო. მოკლედ, ამით დასრულდა "იუნიატედის" 2014/15 წლის სეზონი.
წყარო :
Telegraph.co.ukმიიღეთ ქუიზში მონაწილეობა და დაწერეთ კომენტარებში თქვენი შედეგი