"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, რობინ ვან პერსი თვლის, რომ თავისი თანაგუნდელი, რადამელ ფალკაო კვლავ მაღალი დონის ფორვარდად რჩება, მიუხედავად ცუდი სეზონისა, რომელიც მას "იუნაიტედში" ჰქონდა.
"მონაკოს" მფლობელობაში მყოფი კოლუმბიელი, საფრანგეთში დაბრუნდა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ "იუნაიტედი" მას არ გამოისყიდის.
რადამელმა გასულ სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა, ამასთან 5 საგოლე პასიც გააკეთა. სამხრეთ ამერიკელს ძალიან გაუჭირდა ტრავმის შემდეგ ჩვეული ფეხბურთის ჩვენება.
ფალკაო რობინთან ერთად პირველი ფორვარდის პოზიციისთვის იბრძოდა, თუმცა არც ერთს და არც მეორეს წარმატებით თამაში არ გამოუვიდათ, მიუხედავად ამისა, რობინი თვლის, რომ რადამელი უმაღლეს დონეზე თამაშს გააგრძელებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი "იუნაიტედში" არ იქნება.
"ფალკაოს ძალიან დიდ პატივს ვცემ"- ამბობს ვან პერსი.
"რა პოზიციაზეც არ უნდა ყოფილიყო, ის ბოლომდე იბრძოდა, ვარჯიშობდა დამატებით - ეს არის ის, რასაც ნამდვილი პროფესიონალები აკეთებენ. ფალკაო ფანტასტიკური ფეხბურთელია. მჯერა, საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს."
კოლუმბიელი ფორვარდს უკვე უკავშირებენ "ჩელსისა" და მადრიდის "რეალს".
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.