ფეხბურთი ადამიანების დამოკიდებულებას ცვლის, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი სიყვარულს ბადებს.
ლუზირა ოდესღაც უგანდაში ცნობილი ციხე იყო. ახლა კი ეს არის სახლი მსოფლიოს ყველაზე უკეთ მოფიქრებული საფეხბურთო ლიგისა და ასევე შესანიშნავი თამაშის გარდამსახველი ძალის მაგალითი.
15 მარტი, ამხანაგური შეხვედრა"პალატა ორი" 1-1 "პალატა შვიდი"10 წლის წინ ოპიო მოზესი აღმოსავლეთ უგანდის მიდამოების მოკრძალებული პოლიციელი იყო, რომელსაც რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა. შესაფერისი ქალი ვერ შეარჩია. ერთხელ ქალის ბიძა (პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული) მოზესთან სახლში მივიდა. მოზესს იარაღით დაემუქრა და უთხრა, რომ მათი ურთიერთობა დაუშვებელი იყო და რომ ეს უნდა შეეწყვიტათ. იარაღი მოზესსაც ჰქონდა. კაცებმა ერთმანეთს ესროლეს. მოზესი დაიჭრა, ქალის ბიძა - მკერდში სროლის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოზესმა იარაღი თავისკენ გაიშვირა. ჩვენს დროში მისი გაცვენილი თმა მოკლეზეა შეკრეჭილი და ძლივს ფარავს უთანაბრო იარას იმ ადგილზე, სადაც მისმა ტყვიამ კანი და ქალა გაუხვრიტა.
მოზესს მკვლელობისთვის 20 წელი მიუსაჯეს. როცა პირველად აღმოჩნდა ლუზირას უმაღლეს ციხეში, ერთადერთ ადგილზე უგანდაში, რომელიც მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა და კამპალის სამხრეთ საზღვარზე მდებარეობდა, სასოწარკვეთით იყო აღსავსე. მისი ცხოვრება უფერული და უმიზნო გახდა. სინდისის ქენჯნა თითქოს ანადგურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა პატიმრობის ვადა როგორ მოეხადა. მაგრამ როცა შოკი გაქრა, აღმოაჩინა, რომ ლუზირა სხვა ციხეებს არ ჰგავს. პატიმრებს ფეხბურთის თამაშის უფლებას აძლევდნენ. "ფეხბურთის" ქვეშ არ მოისაზრება ბურთის უაზროდ გორაობა უკანა ეზოში. აქ იყო კლუბები და ტურნირები, გულშემატკივარიც კი. 2006 წელს მოზესი ციხის გუნდის თავდამსხმელი გახდა.
ახლა, 9 წლის შემდეგ UPSA (უმაღლესი ციხის სპორტული ასოციაციის) თავმჯდომარეა - ლუზირის დამოუკიდებელი საფეხბურთო ორგანო. მოზესი, გარდა სხვა ვალდებულებებისა, ხელმძღვანელიც გახლავთ, პირადად აგებს პასუხს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებზე - ისინი ციხის ერთ-ერთი ყველაზე საბრალო პატიმრები არიან. კამერების მიხედვით ანაწილებს, მათი მკურნალობის ორგანიზებას ახდენს და საერთო ჯამში ზრუნავს მათზე. მიუხედავად ამისა, ეს მისი ყველაზე რთული ვალდებულება არ არის.
"იყო UPSA-ს თავმჯდომარე - ეს ყველაზე დაძაბული, სიმშვიდეს მოკლებული და დამღლელი სამუშაოა, იმათთან შედარებით, რაც უმაღლეს ციხეში არსებობს", - ამბობს მოზესი. მის ყოველდღიურ ვალდებულებებში შედის სპონსორთა ძიება, ტურნირების ორგანიზება, დისციპლინარული დარღვევების გარჩევა და ასევე მოთამაშეთა და სატრანსფერო სისტემის რეგისტრირება.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ლუზირა საზოგადოებაში ცნობილი მკაცრი და სახიფათო ციხიდან აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ციხედ იქცა. ნებისმიერი კუთხით, ეს წარმატებაა. რეციდივის დონე აქ 30%-ზე დაბალია - უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ ციხეშე Prison Reform Trust, ყოფილ პატიმართა 46% გათავისუფლების შემდეგ კვლავ სჩადის დანაშაულს. ლუზირის სკოლებში, სადაც თავად პატიმრები მუშაობენ, თითქმის ყველა პატიმარი გადის განათლების სისტემას, რომელიც ბაზური ლიტერატურიდან უმაღლესი სკოლის პროგრამამდე ადის, შემდეგ კი პროფესიონალურ განათლებას სთავაზობენ ან ბაკალავრის ხარისხს ადგილობრივი Royal Mutessa-ს ან University of London-ის წესების მიხედვით. ლუზირის ინფრასტრუქტურა ცუდია, მისი სიღატაკე მოუგვარებელი, მაგრამ იქ ძალიან ადამიანური ატმოსფერო სუფევს. ციხის ფილოსოფია ძალიან მარტივია, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უილსონ მაგომუ ამბობს:
"ხალხი რაღაცით უნდა დაკავდეს".უმაღლესი ციხე საქმის კეთებას ექსტრაორდინალური შემოქმედებითობით აგრძელებდა. პატიმრებმა პირადი დრამა შექმნეს, ცეკვავენ და მუსიკას თვითნაკეთი ინსტრუმენტებით ასრულებენ. ეკლესიასა და მეჩეთში ლოცულობენ და ცოდვებს ინანიებენ. მაგრამ ფეხბურთი ყველა დანარჩენზე პოპულარულია. ციხეში 10 საფეხბურთო კლუბია (ზოგი მათგანი თითქმის 20-წლისაც კი არის), და ყველას თავისი მოთამაშეები ჰყავს, მმართველობა და მექანიზმი აქვს. მოზესის ყოფილი გუნდის - "ასტონ ვილა" - გარდა არსებობს "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი", "ევერტონი" და "ჩელსი", "არსენალი" და "ნიუკასლი". ასევე არის "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "ჰანოვერ 96", მაგრამ ლუზირში, ისევე როგორც მთელ უგანდაში პრემიერ ლიგა დომინირებს.
სატელიტური ტელეჩვენების გამოჩენის მომენტიდან უგანდური გაზეთები, რადიოეთერები და სატელევიზიო ტრანსლიაციები ინგლისურმა ფეხბურთმა შეავსო. 10-დან 9 პატიმარი, რომელთაც ვესაუბრე, პრემიერ ლიგის გუნდებს უჭერენ მხარს. იგივე ეხება მცველებს, რომელთაგან თითქმის ყველა "არსენალის" ქომაგი აღმოჩნდა. ციხეში ჩემი მისვლისას ახალგაზრდა პატიმარი მეტსახელად "თეთრი ანგელოზი" (იმიტომ, რომ შიგნიდან კარგი ვარ" - თქვა მან) მე მეძებდა, რათა "არსენალისა" და "ტოტენჰემის" შესახებ ბოლოს მომხდარი ამბები განეხილა.
"როგორ გგონია, "დეზებს" სოლდადოში ამდენი ფული უნდა გადაეხადათ? ვენგერის მისამართი გაქვს? ამ წერილს ხომ ვერ მისცემ?" ჯონი, ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც ყოველდღე მივყავდით ციხეში, "ჩელსის" ქომაგი იყო, ან "ჩემი ჩელსის", როგორც ამჯობინებდა თქმას. ჩვენს გადაადგილებას კამპალაში ყოველთვის თან სდევდა რადიოს საფეხბურთო კომენტატორების რეპი, რომელსაც ექსტაზური ინგლისური წყვეტდა: "ღმერთო ჩემო! როს ბარკლი! როს ბარკლი! როს ბარკლი! გოლ!"
ოპიო მოზესი, რომელიც მკვლელობის გამო 20-წლიან სასჯელს იხდის, ლუზირას ფეხბურთზე აგებს პასუხს
ციხის საფეხბურთო კულტურის ცენტრი - ბომა A გახლავთ, ციხის მთავარი ეზო, საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ ნახევარზომის მოედანი დაიტიოს. ლუზირაში ჩემი პირველივე ვიზიტის დღიდან - ეს მარტში მოხდა - უნდა შემდგარიყო მატჩი. წვიმის სეზონში, რომელიც ჯერ ისევ არ დაწყებულიყო, ბომა ხანდახან ბალახიან მოედანს გაგონებს, მაგრამ მცხუნვარე მზის ქვეშ გამოფიტულ წითელ მიწად იქცევა. ორივე კართან ორსართულიანი ბეტონის ბლოკები დგას, რასაც "პალატას" უწოდებენ. ერთ-ერთი გვერდითი ხაზის გასწვრივ ერთადერთი ნაკუწია ჩრდილის, რომელიც ხალხის შესაკრებად საკმარისია და 500 ადამიანს იტევს. უბრალო ამხანაგური შეხვედრა იყო. "პალატა ორი" თეთრებში იყო გამოწყობილი, "პალატა შვიდი" - ცისფერში.
ლუზირას ცხოვრებას ზუსტი ფეროვანი კოდირება აქვს. წინასწარ პატიმრობაში მყოფები და ისინი, ვინც არანკლებ 20 წლისა იხდიან, კანარულ-ყვითლით გაჯერებულ სამოსს ატარებენ. ისინი, ვინც უფრო მეტხანს დააპატიმრეს - ატომურ-ნარინჯისფერს. გაქცევის მცდელობისთვის წითელ ზოლებს მიიღებ, ხოლო ცისფერი პლასტირი პრივილეგიებს ნიშნავს.
ორ პალატას შორის შემდგარ შეხვედრაში ძალიან ბევრი ბრძოლა იყო, მაგრამ დროის გაწელვას არავინ ცდილობდა, არც კამათობდნენ, არც ვარდნას აკეთებდნენ, არც ფეხებში ურტყამდნენ, არც სიმულირებდნენ. მოედნის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ საოცარია ის ფაქტი, რომ ყველა მოთამაშეს შეეძლო პასის გაკეთება. შეუძლებელ მდგომარეობაში ბურთის ფლობის უნარით ლუზირის განსაკუთრებული მოთამაშეები გამოირჩეოდნენ.
როცა მატჩი დასრულდა, ბომაზე შეკრებილი ხალხი კი პალატებში დაბრუნდა, მოზესმა ქაღალდის ნაგლეჯი მომაწოდა: "5 წყვილი ბუცები. 12 საფეხბურთო ბურთი. 3 ფრენბურთის ბურთი. 1 შეკვრა საოჯახო საპონი. სათამაშო ფორმის ორი კომპლექტი. თასი. თხა". ეს იყო სია, რომელში შეტანილი ნივთები აუცილებელი იყო მომდევნო კვირას ტურნირის დასაწყებად. ჩვეულებრივ ციხეში ტურნირი უბრალო ვარჯიშების ფორმატით ტარდება, ამხანაგური შეხვედრები ეწყობა. მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარდნაზე ჩატარებული ტურნირი ფასდება - თასებითა და პრიზებით. ამის შემდეგ, როგორც კი დავთანხმდი, რომ ამ ყველაფერს მოვიტანდი, მოზესმა მოთხოვნილებების ფურცელი გამომიწოდა და მითხრა, თუ სად მეშოვნა თხა.
***
16 მარტი, პირველი წრე"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 "არსენალი"
"ბარსელონა" 4-3 "ასტონ ვილა"
"ევერტონი" 1-1 "ნიუკასლი"
(პენალტებში "ნიუკასლმა მოიგო 5-4)
"ლივერპული" 0-0 "ჩელსი"
(პენალტებში "ჩელსიმ" მოიგო 5-4
"იუვენტუსი" 0-0 "ჰანოვერ 96"
(პენალტებში "ჰანოვერმა" 4-2 მოიგო)ტურნირის პირველი მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის შედგა. "იუნაიტედი", რა თქმა უნდა, ფავოროტი იყო; ლუზირის "არსენალი" პატარა თევზად ითვლება. იმისათვის, რომ მატჩი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო შემოსაზღვრა. გუშინდელი დღის შემდეგ ხაზები ბომის დაძაბული ფეხბურთის შედეგად წაიშალა. მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე პატიმრებმა მწვანე სიმები გაჭიმეს, სანამ ხაზი კარგად არ დააჩნდა - ეს გენერალური ხაზი იყო. შემდეგ მესამე ოდნავ ჩაიმუხლა და ფქვილში ამოსვრილი ხელებით სიმებს გაჰყვა და თითებით ფქვილს ძირს ყრიდა. მსაჯები იყვნენ შემდეგი ადამიანები, რომლებიც ტერიტორიაზე გამოჩნდნენ და რამდენიმე წამის წინ დახაზულ ცენტრალურ რგოლში განლაგდნენ. UPSA-ს წარმომადგენლებმა - თავმჯდომარე, აღმასრულებელი თავმჯდომარე, მდივანი, ბუღალტერი და მატჩის ოფიციალური წარმომადგენლები - თავიანთი ადგილი დაიკავეს.
მოთამაშეები თითო-თითოდ გამოდიოდნენ და იმათ ესაუბრებოდნენ, ვინც ბომის დილის ხალხისგან შემორჩა: გვირგვინების კეთების ოსტატი, შაშის მოთამაშეები და ყბედი დამსვენებლები. თანდათან, როცა ხალხი გვერდითი ხაზისა და ჩრდილისკენ გადაიწია, მოედანზე გუნდები გამოჩნდნენ, მსაჯები და UPSA-ს წარმომადგენლები კი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ციხეში ფული აკრძალულია, ამიტომ მონეტა არ ჰქონდათ, რომელსაც ააგდებდნენ, რათა გაერკვიათ, თუ რომელი გუნდი დაიწყებდა თამაშს. გუნდმა ფოტოების გადასაღებად იპოზიორა - 6 უკან, 5 წინ. მსაჯმა ასისტენტებს ხელი ჩამოართვა, საათს დახედა, ხელი მაღლა აღმართა და ჩასტვინა.
პატიმრები ბომაზე ფეხბურთს ათწლეულების განმავლობაში თამაშობდნენ (ვერავინ გაიხსენა დრო, როცა აქ ფეხბურთს არავინ თამაშობდა), მაგრამ უფრო დემოკრატიული პირობების შემოღების შემდეგ გაცილებით ოფიციალური კლუბები შეიქმნა მენეჯერებით, მწვრთნელებითა და გულშემატკივრებითურთ. პირველი დაარსებული კლუბი "ლივერპული" გახლავთ, რომელიც 2000 წლის ფარგლებში ჩამოაყალიბა ათმა ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელთაც შეიარაღებული ძარცვა ჩაიდინეს. მიუხედავად პატიმრობისა, გამოიყენეს ფული, რომელიც დაპატიმრებამდე დააგროვეს და ციხის საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად საუკეთესო ფორმაც დაისაკუთრეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბუგუნდიელების კლუბი არ იყო. მე-19 საუკუნეში ბუგუნდა უგანდის რეგიონში ლიდერ ტომად იქცა. მათ ბრიტანელები იყენებდნენ, როგორც კოლონიური ავტონომიური მმართველობის ინსტრუმენტს და აძლევდნენ უფრო მეტ თავისუფლებას, ვიდრე ნებისმიერ სხვა ტომს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი დაარსების დასაწყისში სოფლელი და აღმოსავლეთ-დასავლეთ პერიფერიების ტომების პატიმრები გამოიყენა, რომლებიც თავისი მარგინალური სტატუსით გააერთიანა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ციხის პატიმრებით გარშემორტყმულ მოედანზე "ლივერპულს" უპირისპირდებადღეისათვის "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ციხის ყველაზე დიდ კლუბებად რჩება და იღებს უდიდეს მხარდაჭერას, რომლის უდიდეს ნაწილს უგანდის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოაჩენს. მაგრამ არსებობენ სხვა კონკურენტებიც. კამპალაში მდებარე მაკელის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი გუნდი სახელად "ნარინჯისფერი ფუტკრები" ცნობილი გახდა, როგორც "ელიტ გუნდი". მისი დამაარსებლების გათავისუფლების შემდეგ 2003 წელს "ჩელსიდ" იქცა და თავი ახალგაზრდა ნიჭის კერად წარმოაჩინა. იმავე წელს "ვუდვოკერზი" და "კიტჩენი" გახდა "იუვენტუსი" და "გერმანია" შესაბამისად. კლუბის "გერმანიად" რებრენდინგმა გუნდი იმდენად არაპოპულარული გახადა, რომ სახელი კვლავ გადაარქვეს და "ასტონ ვილა" უწოდეს. "ნიუკასლ იუნაიტედი" - ანგინ ბოსკსოს შექმნილია, ადამიანის, რომელიც ციხეში ცნობილია, როგორც ნიჭის აღმომჩენი და მათი იაფად შემსყიდველი, ხოლო ძვირად გამყიდველი. ბოსკსო გაათავისუფლეს, მისი "ნიუკასლი" კი ჯერ ისეც ცოცხალია, თუმცა ფარმ-კლუბს წარმოადგენს და "ლივერპულის" აკადემიად ითვლება.
"პრინსი" იქცა "ევერტონად" - ლიგის აუტსაიდერად - კლუბად, რომელსაც კამპალის ქუჩის ბიჭები, ყოფილი ნარკოდამოკიდებულები და გამსაღებლები ემსახურებიან. "პოლისი", რომელიც ციხის რამდენიმე ყოფილი ოფიცრის მიერ იქნა დაარსებული, ახლა "ლიდს იუნაიტედს" წარმოადგენს. ფინანსურმა კრახმა და მრავალჯერადმა გავარდნამ გუნდი იქამდე მიიყვანა, რომ სახელი კვლავ შეეცვალა და "ჰანოვერ 96", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფარმ-კლუბი გახდა. ერთ-ერთი ჯიუტი ქომაგი, ბრაიანი, რომელიც ჩემთან სალაპარაკოდ თითქმის ყოველდღე მოდიოდა, ვერაფრით ეგუებოდა, რომ დიდების დრომ უკვე ჩაიარა და სურდა ისევ "ლიდს იუნაიტედი" დაერქმიათ.
ორი ყველაზე ახალი კლუბი - "ბარსელონა" და "არსენალია". მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა უმრავლესობას ღარიბი წარსული აქვს, ხანდახან ციხეში მართლაც შეძლებული ხალხიც ხვდება: ბიზნესმენი, პოლიტ-ოპოზიციონერი, მაღალი რანგის სამხედრო პირი; თუმცა იშვიათად ჩერდებიან დიდხანს. ერთ-ერთი კამპალიელი ბიზნესმენი, დიდი ხანია უკვე გათავისუფლებული, ისე იყო 2009 წელს "ბარსელონას" "ტიკი-ტაკათი" მოხიბლული, რომ არაფრისგან ციხის სეხნია შექმნა. "არსენალის" შექმნის იდეა კი 2004 წლის დაუმარცხებელი გუნდისგან გაჩნდა, რომელმაც პრემიერ ლიგა მოიგო. ლუზირის "არსენალი" ცნობილია, როგორც კათოლიკური გუნდი. ეს კიდევ ერთი უმცირესობაა უმრავლესად პროტესტანტულ უგანდაში.
კლუბების მართვა მკაცრად რეგულირდება UPSA-ს კონსტიტუციის მიერ. კლუბებს თავიანთი წესების კრებული უნდა ჰქონდეთ, უნდა ჰყავდეთ ხელმძღვანელი, მწვრთნელი, მდივანი და ბუღალტერი, მინიმუმ 16 დარეგისტრირებული მოთამაშე, მაქსიმუმ - 25. თითოეულ კლუბს ასევე ჰყავს გულშემატკივარი, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ კლუბის განვითარებისთვის რესურსების მოპოვებაში. როცა მატჩების ჩასატარებლად ხალხია საჭირო, ისინი დარბიან, ბუცებს მეწაღეები კერავენ, ასევე საჭიროა მედიკოსები და წამლები.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ფანატიკოსი გულშემატკივრების სამეული ჰყავს, რომელთაც ყოველთვის მოაქვთ საკუთარი პატარა ბანერი და მუდამ შერბიან მოედანზე, როცა გუნდი გოლს იტანს (რასაც რეგულარულად ახერხებს). ლუზირში მყოფი ერთადერთი ჩინელიც ქომაგია. მისი პლაჟის დიდი პირსახოცი, რომელზეც "იუნაიტედის" სიმბოლიკაა დატანილი, ყოველთვის გამოფენილია ზედა პალატის ღია ფანჯარაში. თავისი პატარა ულტრასთა ჯგუფი "არსენალსაც" ჰყავს, "ლივერპულის" ქომაგებმა კი დაამზადეს დროშა, რომელიც ჰილსბოროს ტრაგედიას და ევროარენაზე გუნდის უკანასკნელ წარმატებას ეძღვნება.
შესაძლოა გულშემატკივართა უმთავრეს როლს კლუბისთვის სათამაშო ფორმისა და საკვების მიტანა წარმოადგენს, რათა საუკეთესო მოთამაშეები მიიზიდონ. თუ ტურნირის საწყის რაუნდებს დააკვირდებით, მალევე გახდება ცნობილი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მოთამაშეები შესამჩნევად ძლიერები არიან - ნათელია, ისინი სხვებზე უკეთ იკვებებიან. "ევერტონისა" და "ჩელსის" მოთამაშეები ძალიან გამხდრები იყვნენ - ამ კლუბებს ლუზირში გულშემატკივართა საკმარისად დიდი რაოდენობა არ ჰყავს, ამიტომ მათი გუნდი ძირითადად ციხის სტანდარტული რაციონით შემოიფარგლება.
"ლივერპულის" მეკარე თავისი გუნდის კარს იცავს
***
19 მარტი, ნახევარფინალები"ბარსელონა" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"
"ნიუკასლი" 0-1 "ჰანოვერ 96"პირველ ნახევარფინალში "ბარსელონამ" სწრაფი გოლი გაიტანა, მაგრამ გამომრჩა; ბერტრან ლავალი კვლავ მე მესაუბრებოდა. დაბალი, მრგვალსახიანი ბიჭი კონგოდან. აღფრთოვანებული იყო იმით, რომ შეეძლო ფრანგულად კვლავ ესაუბრა, თუმცა გაბრაზებული იყო, რადგან "DRC FK", კონგოური საფეხბურთო კლუბი არ შეაქმნევინეს. მეორე ტაიმის მსვლელობისას, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მატჩის მიმდინარეობა შეცვალა, ოპიო მოზესს ვკითხე, თუ რატომ არ აძლევდა UPSA ბერტრანს კლუბის შექმნის უფლებას. მოზესმა მშვიდად ამიხნა, რაში მდგომარეობდა პრობლემა. კლუბების რაოდენობა ლუწი უნდა ყოფილიყო და რადგან ამჟამად 10 კლუბი არსებობდა, ერთის დამატება სისულელე იქნებოდა. თანაც მითხრა, რომ არ აპირებდნენ ტომობრივი გუნდის შექმნას და დაუმატა, რომ UPSA-ს ოფიციალური ენა ინგლისური იყო, ამიტომ ფრანგულად მოსაუბრე გუნდს ვერ მისცემდნენ უფლებას ეთამაშა.
სანამ ვსაუბრობდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანგარიში გაათანაბრა და ხალხმა სიხარულისგან მოედნის გვერდით ხაზთან დაიწყო სირბილი. მოზესმა, რომელიც არც მაღალი იყო, არც ხმამაღალი, ფრთხილად მიუთითა ადგილებს დაუბრუნდითო და ამაში მთელი მისი ავტორიტეტი შეიმჩნეოდა. ავტორიტეტი, რომელიც თავისი სტატუსის გამო მიიღო.
სანამ მოზესი მომითხრობდა, რომ როცა ციხეს დატოვებდა, სასწავლებელს გახსნიდა, რათა ხალხს დახმარებოდა და დაურთავდა, რომ "ფეხბურთი კარგია, მაგრამ ხალხს ამით ვერ გამოკვებ", "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეორე გოლიც გაიტანა და თამაში მოიგო.
***
20 მარტი, ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედი" 5-1 "ჰანოვერ 96"დილით, სანამ ფინალი გაიმართებოდა, კარავი გაშალეს. საპატიო დაფა ციხის ყველაზე თეთრ ტყავზე გამოკიდეს. მასზე კი დადეს საგაზაფხულო თასი Guardian 2015. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საყოველთაო ყურადღების ქვეშ ცენტრალურ სკამზე იჯდა. პატიმრებმა თავიანთი ყველაზე ლამაზი და სუფთა ფორმების კომპლექტი ჩაიცვეს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" საუკეთესო რამ ბოლოსთვის მოიტოვა და გასვლით ფორმაში გამოცხადდა, რომელიც ოფიციალურის მსგავსი იყო. მათმა კონკურენტებმა, რომლებიც აქამდე პორტუგალიის ნაკრების ფორმაში თამაშობდნენ, დღევანდელი დღისთვის ნამდვილი განძი შემოინახეს: "ჰანოვერ 96-ის" მუქი-ბორდოსფერი მაისურები. მსაჯებმა ახალი შესაბამისი შავი ფორმა ჩაიცვეს, რომელიც მათთვის ქალაქის ცენტრში ვიყიდე.
სასტარტო სასტვენამდე ორი საათით ადრე მუსიკოსები მოიყვანეს და ძველი კონგოური რუმბას ხმა ციხის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. გასართობი პროგრამა აღმოსავლეთის საცეკვაო ჭრით დაიწყო, რომელსაც თვითნაკეთი მილებისა და არფას ტრიალი დაერთო. ორი ადამიანი ხის კსილოფონისა და დოლის ანსამბლში გაერთიანდა, რათა ქვეყნის აღმოსავლეთის ტრადიციული მუსიკა დაეკვრათ. გვესმოდა დენსჰოლ რეგის მელოდია, რომელშიც ციხის ცხოვრების მთელი სირთულე აისახა და კომიკური აფრიკული პოპი, რაც ციხის ეკონომიური ცხოვრების სისტემაში საპნის ნატეხის მნიშვნელოვანებაზე ყვებოდა.
თავად ფინალი გამარჯვებულისთვის ადვილი გასეირება გამოდგა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეხვედრის პირველ ნაწილში ორჯერ გაიტანა, ცოტა მოდუნდნენ, როცა ანგარიში 2-1 გახდა, რის შემდეგაც კიდევ სამი გოლი გაიტანეს. საფინალო სასტვენის შემდეგ ხალხთა პატარა წრემ თავიანთი დროშებიანად გამარჯვების საპატიო წრის ნახევარი გააკეთა, მაგრამ ყველა დანარჩენი, ფეხბურთელების ჩათვლით, კარვისკენ, ჩრდილისა და პრიზისკენ გაემართა.
ლუზირის ერთ-ერთ პატიმარს უჭირავს თასი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიპოვა
ოპიო მოზესმა ხალხს მიმართა:
"ჩვეულებრივ, პატიმარს მიიჩნევენ, განსაზღვრებით კი აღიქვამენ პირად, რომელსაც არ შეუძლია წესები და კანონები დაიცვას. ფეხბურთი ამ შეუძლებლობის გამოსწორებას ცდილობს".პრიზების დრო დადგა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფორმის ახალი კომპლექტი მიიღო, "ჰანოვერ 96" თხით დააჯილდოეს, თუმცა ჯერ არ ჩანდა. მსაჯებმა და ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შაქარი და საპონი, ბლოკნოტი და კალმები მიიღეს. ყველას გადაეცა კბილის ჯაგრისი: კლუბებსა და კომიტეტს, მოთამაშეებსა და მუსიკოსებს, ბომის გამგებელს, საპოლკო პოლიციას, მეწაღეს და ბოლოს ხაზების გამვლებ ბიჭებსა და ბადის დამჭიმველ ბიჭს.
ყველაზე ხმამაღალი აპლიდისმენტები იმის გამოცხადებას მოჰყვა, რომ ჩემს ქოხში ჯდომისას ახალი სატელევიზიო ციფრული დეტექტორი და მინაწერი "დამივარდა", რომელიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ციხეში მყოფ მამაკაცებს პრემიერ ლიგისთვის ბოლომდე ედევნებინათ თვალი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თხა არასწორ მისამართზე მიიტანეს და სხვებმა შეჭამეს. (ძალიან ბევრი ვიწვალე შემცვლელის შოვნაზე).
ავტორი: დევიდ გოლბლატი