"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, მემფის დეპაი, აცხადებს, რომ ახალი გუნდი მისი საქციელით უკმაყოფილო იყო. საქმე იმაშია, რომ "იუნაიტედთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჰოლანდიელის ყოფილ კლუბს, "პსვ"-ს, ერედივიზიონში ორი თამაში ჰქონდა გასამართი, მიუხედავად იმისა, რომ "წითელ-თეთრებს" ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდათ მემფისმა ორივე შეხვედრა სრულად ითამაშა.
21-წლის ახალგაზრდა "იუნაიტედის" პირველი შენაძენია და მასთან სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გაფორმდა კონტრაქტი. "ეშმაკებმა" ნიჭიერ ჰოლანდიელში 27.5 მილიონი გადაიხადეს.
"ძალიან მინდოდა თამაში და მსურდა ორივე შეხვედრა ჩამეტარებინა. მწვრთნელისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია, თუმცა "პსვ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი იყვნენ."- განაცხადა მემფისმა.
"ორივე კლუბი ერთ აზრზე იდგა და მირჩევდა არ მეთამაშა, რადგან ტრავმის მიღების რისკი იყო. მსურდა გამარჯვებით დამესრულებინა ჩემი ჰოლანდიური კარიერა და საუკეთესო ბომბარდირიც გავმხდარიყავი. სწორედ ამიტომ ვითამაშე"