"იუნაიტედი", "მადრიდის რეალის" ერთბაშად ორი მოთამაშის შეძენას ეცდება.
თუ ესპანურ გამოცემებს დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს დილით სენსაციური შეთავაზება გაუკეთა "მადრიდის რეალს", ლაპარაკია 110 მილიონიან ტრანსფერზე, რომლის სანაცვლოდაც "ეშმაკები" გარეტ ბეილს და რაფაელ ვარანს მიიღებენ.
ბეილს უკვე რამდენიმე თვეა უკავშირებენ ინგლისურ კლუბს, რადგან უელსელმა არცთუ კარგი სეზონი ჩაატარა ესპანურ გრანდში, იგი გულშემატკივართა აგრესიის მსხვერპლიც კი გახდა რამდენჯერმე.
გარეტმა, რომელიც გასულ წელს ბრიტანეთიდან "რეალში" რეკორდულ თანხად გადაბარგდა, მიმდინარე სეზონში 17 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ბოლო პერიოდში ნამდვილად ვერ აჩვენებებდა იმ თამაშს, რომლისთვისაც მასში ამხელა თანხა იქნა გადახდილი.
სულ ცოტა ხნის წინ, უელსელის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მადრიდში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რადგან თანაგუნდელები ხშირ შემთხვევაში არ ენდობიან:
"რეალმა" გარეტთან უნდა იმუშაოს, მას უფრო ხშირად უნდა მისცენ ბურთი. გაუკეთეთ მას უფრო მეტი გადაცემა და გაჩვენებთ თუ რა შეუძლია. ისევ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება, როცა გუნდი უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებს, იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება"რაც შეეხება ახალგაზრდა ფრანგს, მისი ყიდვით "იუნაიტედთან" ერთად "ჩელსიც" არის დაინტერესებული.
წყარო:
www.independent.co.uk