Dailymail-სთან ინტერვიუში პოლ პოგბამ განაცხადა, რომ საერთოდ არ ნანობს "იუნაიტედის" დატოვებას და ახლა მისი ფიქრები მხოლოდ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისკენაა მიმართული.
"რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ განვითარდა ჩემი კარიერა ტურინში. ოდნავადაც არ ვნანობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წამოვედი, აქ უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედი "იუვენტუსთან" და არა "მანჩესტერთან" ერთად და ახლა მთლიანად ამ მატჩზე ვარ გადართული" - გადმოგვცემს პოლ პოგბას სიტყვებს Dailymail.co.uk.
"ჭორები ჩემს მომავალზე? დაე იფიქროს ხალხმა იმაზე, რაზეც სურს. წინ ფინალური მატჩი მელოდება და ჩემი გონება მხოლოდ მასზეა კონცენტრირებული."