"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ უცნაურ, რთულ სიტუაციაში იმყოფება.
ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ რობინმა მხოლოდ 10 გოლის გატანა მოახერხა, რაც წინა წლებთან შედარებით ცუდი შედეგია.
31-წლის ფორვარდს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი რჩება "იუნაიტედთან", მისი მომავალი კი ბუნდოვანია, რადგან კლუბს ახალი შეთანხმება ჯერ არ შეუთავაზებია.
"სიტუაცია უცნაური და რთულია. ახალი სიტუაციაა, ეს უკეთესი სიტყვაა. რეალურად უნდა ვიაზროვნო. მომდევნო წლებში თამაშის ამბიცია მაქვს.
ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას ჩემს ოჯახსა და შვილებზე ვფიქრობ, ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემთვის.
ნამდვილი მეოჯახე ვარ. ვფიქრობ, ფანტასტიკურია იმის ხილვა, რამდენად ბედნიერები არიან ჩემი ცოლი და შვილები. მომავალზე ფიქრისას მხედველობაში სწორედ ამას ვიღებ.
თუ უარესს უარესი მოსდევს და მომდევნო წელს უფრო ნაკლებად ვითამაშებ, ევრო-2016-ზე იდეალურ მდგომარეობაში ვერ აღმოვჩნდები.
მეტის თქმა არ შემიძლია, რთული სიტუცია გვაქვს.
ცოტათი სამწუხაროა, როცა ხალხი მაკრიტიკებს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედში" მხოლოდ უეინ რუნის აქვს ჩემზე მეტი გატანილი გოლი. თუმცა ხელიდან ვუშვებდი ისეთ მომენტებს, რომელთაც ადრე ვიყენებდი.
ირგვლივ უამრავი ჭორი დადის. ინგლისური პრესის რომ დავიჯერო, 35 თავდამსხმელი უნდა მოსულიყო და 40 წასულიყო, მაგრამ ჩემს მომავალს ახალ ამბებს არ ვუთავსებ"
"იუნაიტედში" სადებიუტო სეზონში ჰოლანდიელმა 30 გოლი გაიტანა, მომდევნო წელს კი 28 მატჩში 18.
მიმდინარე სეზონში 2007-2008 წლების მერე ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, რის გამოსწორებას რობინი აუცილებლობად მიიჩნევს. "სულ ცოტა 7 გოლიანი სიაა, მაგრამ კომპლიმენტია, რომ ხალხი ამას არ იღებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მხეცია და ამას ორი მხარე აქვს. "იუნაიტედს" გაცილებით მეტი ხალხი და მედია უჭერს მხარს და თვალყურს ადევნებს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბს. ამას უნდა გავუმკლავდე. არჩევანი თავად გავაკეთე, მისი შედეგები კი უნდა მივიღო".
დასაწყისი ჩემთვის რთული გამოდგა. მსოფლიო ჩემპიონატი და მისგან დასვენება რვა კვირას გაგრძელდა. ჩემთვის კი ეს 15 კვირას ჰგავდა.
სამი კვირის შემდეგ "იუნაიტედში" უნდა დავბრუნებულიყავი. ვან გაალს კი გონებაში ორი კვირა ჰქონდა. თანაც მისი სესიები ინტენსიურია. რუნის 1-დღიანი დასვენებაც ჰყოფნის, მაგრამ სხვებს შეგუება სჭირდებათ".