პოლ სქოულზის გულშემატკივართა რიცხვს კიდევ ერთი წარმატებული ფეხბურთელი შეემატა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელს ევროპის კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელი აქებს.
ანდრეა პირლომ პოლ სქოულზის შესახებ განაცხადა: "ძალიან მდიდარი ვარ, რადგან ჩემი კარიერის განმავლობაში მრავალი დიდებული ფეხბურთელის გვერდით მითამაშია, თუმცა თუ ისეთ დიდებულ ერთ ფეხბურთელს დავასახელებ, რომელთან ერთად თამაში ვერ მოვახერხე, პოლ სქოულზი უნდა ავირჩიო.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე. მოედნის გენიოსი იყო, უდიდეს პატივს ვცემ".
ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს პირველად 1999 წელს დაუპირისპირდა, როცა "წითლები" "ინტერს" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში შეხვდნენ. პირლოს "მილანში" გადასვლის შემდეგ კი მათი დაპირისპირებით მრავალი მატჩი შემდგარა.