თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2015, 17:01
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2368,
კომენტარები: 10
ტატუირებული ტარზანი. რას უნდა ველოდეთ დეპაისგან
ხალხთა ნაწილი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, მემფის დეპაი, რომელშიც გუნდმა 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა უვარგისია და "წითლებს" ვერ დაეხმარება. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ბარტ ვლისტერმა
ტატუირებული ტარზანი. რას უნდა ველოდეთ დეპაისგან
რიო დე ჟანეირო, დაახლოებით 11 თვის წინ. მემფის დეპაის ფორმის ქვეშ დიდი ბიცეფსები იმალება. ამან ძალიან გამაოცა, თუმცა ეს 20-წლის ბიჭი ხშირად წარმოაჩენდა მის მუსკულატურას ჰოლანდიურ ტელევიზიაში მატჩების შემდეგ ან ინსტაგრამზე. იგი მოხარულია, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა მისი ტორსი, რომელზეც მწვანე ფერი (ტატუირებაზეა საუბარი) უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ ტყეში. მას ტატუ ტუჩის უკანა მხარესაც აქვს, წარწერით "წარმატებული". ვინ არის ის? ეკსგიბიციონისტი? შოუმენი? როგორც დეპაი ამბობს, იგი ისეთია, როგორიც არის და ამატებს: "მაგრამ, თქვენი ნებაა, რაც გნებავთ ის დამიძახეთ".

საუბარი ფეხბურთელთან მიმდინარეობდა მისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ამ დროს ბრაზილიაში ზამთარი იყო, თუმცა მისი ბიცეფსები თითქოს ირეკლავდა ღამის სიცივეს. ისევე როგორც ყურადღება და ზეწოლა ჟურნალისტებისა და ბრაზილიის გულშემატკივრებისაგან. "არ მაქვს სტრესი. მე არასდროს არ ვნერვიულობ. რა უნდა მიქნას სტრესმა, როდესაც ვთამაშობ? ვერაფერსაც ვერ მიზამს". ჩვენ ვსაუბრობდით მის ურთიერთობაზე ვან გაალთან, როდესაც იგი ჰოლანდიის მწვრთნელი იყო. დეპაი მასზე ენთუზიაზმით საუბრობს:"ლუი ჩემში მთელ სულს დებს. იგი სულ ინტერესდება ჩემი ცხოვრებით, ჩემი ფიქრებით, ამბიციებით და რას ვაკეთებ თავისუფალ დროს. სამსახურის მიღმა მე მას აღვწერდი როგორც სასიამოვნო ადამიანს".

შოუმენმა ჩემპიონატზე ორი გოლი გაიტანა. აჯობა ლენს და ჰუნტელაარს ბრძოლაში ძირითადი შემადგენლობისთვის. იგი მთელ ინფორმაციას ისრუტავს ლუი ვან გალისგან, რობენისა და განსაკუთრებით ვან პერსისგან. იგი პერსის უყურებს არა როგორც თანაგუნდელს, არამედ როგორც მეგობარს. რობინი ხშირად აქებდა დეპაის ჩემპიონატამდე: "იგი ხშირად ჯდება სუფრაზე უფროსებთან. მას ძალიან სურს რაც შეიძლება მეტი ისწავლოს ჩვენგან".

დაახლოებით ორი თვის შემდეგ ძმებმა კუმანებმა სცადეს ფეხბურთელის გადაბირება "პსვ-დან" "საუტჰემპტონში". " იგი სწრაფია, ძლიერი და ყოველთვის ცდილობს გაიტანოს გოლი. ჩვენ მივეცით საშუალება დეპაის გადმობარგდეს ინგლისის პატარა გუნდში ორ მწვრთნელთან, რომლებიც იცნობენ მას და ენდობიან. მაგრამ მემფისმა უარი განაცხადა. ძალიან სამწუხაროა და ალბათ ისიც ინანებს ასეთ გადაწყვეტილებას".

ყოველ კრიტიკაზე დეპაი მშვიდად პასუხობს:"მე ყველაფერი წავიკითხე. რა შემიძლია ვთქვა? ისინი მე არ მიცნობენ". მისი სურვილი, გახდეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, უმეტესწილად ღირსების საკითხია და არა კრიტიკის. მემფისს შეუძლია გაბრაზებული სახით იაროს "პსვ-ს" გამარჯვების შემდეგაც, იმის გამო რომ მან გოლის გატანის შანსი გაუშვა. ხალხი მას "ჰოლანდიელ რონალდუს" უწოდებს, თუმცა იგი ყოველთვის მოხარულია, როდესაც მისი თანაგუნდელი გოლს იტანს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იდეალურ პოზიციაში იმყოფება. მისი მწვრთნელები "პსვ-ში", დიკ ადვოკატი და ფილიპ კოკუ, ყოველთვის აღნიშნავდნენ მის შრომისმოყვარეობას. "იგი ყოველთვის ბოლო მიდიოდა ვარჯიშიდან, - ამბობს დიკ ადვოკატი. - მემფისი ყოველდღიურად ვითარდებოდა და მას არავის არ ეშინოდა. მას ყველაფერი აქვს, რომ გახდეს ტოპ-ფეხბურთელი". კოკუმ თქვა:"არსად არ სჭირდება დრო ფიზიკური ადაპტაციისთვის. დეპაის არაჩვეულებრივი სტატისტიკა აქვს და იმ შემთხვევაშიც კი თუ გოლს ვერ იტანს ან საგოლე გადაცემასაც ვერ აკეთებს, იგი ყოველთვის საშიშია და მუშაობს მხოლოდ გუნდისთვის".

დიდი ხნის განმავლობაში იყო ეჭვები, რომ იგი ვერ შეძლებდა ფეხბურთის თამაშს. როდესაც მემფისი 4 წლის იყო, მამა ოჯახიდან წავიდა. დედამისს ახალი კაცი გამოუჩნდა, რომელიც ნეგატიურ ატმოსფეროს აყენებდა ოჯახში. მემფისი (სწორედ, ამ სახელს ატარებს იგი მაისურით, ვინაიდან მას არ აქვს სურვილი ზურგზე ეწეროს იმ ადამიანის გვარი, რომელმაც მიატოვა) როტერდამის გეტტო-კულტურაში იძირებოდა, რის შედეგადაც დიდი ენერგია დახარჯა, რომ შეექმნა საკუთარი რეპ-ჯგუფი "Rotterdam Airlines". "სპარტაში" ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს ვერ აკავებდნენ. განვითარების მენეჯერმა კევინ ვალკენბურგმა თქვა:"მემფისი ძალიან რთული ბავშვი იყო. მისი გამოსწორება ძალიან რთული იყო, თითქოს ჩვენ შორის კედელი იყო. ვფიქრობ, რომ "პსვ" მას უშველის".

''პსვ-მ" 12-წლის დეპაი დააკავშირა იოსტომ ლინდერსთან. თავიდან მწვრთნელს მასთან მუშაობა გაუჭირდა, მაგრამ შემდგომში მათი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. ლინდერსი მოუწოდებდა ფეხბურთელს, ყოველთვის ეფიქრა თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა მის ქმედებებს. ასევე იგი ეკითხებოდა მემფისს, რა არის მისთვის მთავარი. რის შემდეგაც, ისინი მიდიოდნენ შემდეგ დასკვნამდე: ფეხბურთი, ფეხბურთი და კიდევ ერთხელ ფეხბურთი. ყველაფერი დანარჩენი მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. ერთი თვის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიდან დეპაიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა "პსვ-სთან", რითაც ბევრი გააკვირვა, მათ შორის მისი აგენტიც. "მე კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, -ამბობს დეპაი. - ჩემთვის აუცილებელია ჩემპიონობა". შეიძლება მემფისი ყოველთვის არ აჩვენებს მის საუკეთესო ფორმას, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ არის გუნდის მთავარი ვარსკვლავი. იგი ასევე გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, მის ანგარიშე 21 გოლია.

თუ გავითვალისწინებთ მემფისისა და ლუის ურთიერთობას, არ არის გასაკვირი, თუ რატომ აჯობა "მანჩესტერმა" "ლივერპულს" და "პსჟ-ს". მემფისი უფრო მუშაა ვიდრე იანუზაი და ეშლი იანგი, უფრო კრეატიულია ვიდრე დი მარია, უფრო მშვიდია ვიდრე ფელაინი და მობილიზებულია ვიდრე ფალკაო და ვან პერსი, ხოლო მისი დარტყმა საუკეთესოა ვიდრე, ნებისმიერი მათგანის. ერთი, რაც შეგვიძლია უეჭველი ვთქვათ:არც ერთი ფორვარდი "იუნაიტედში" არ ეპყრობა შინაურ ცხოველებს ისე, როგორც დეპაი. შეხვედრის ბოლოს მან აღიარა, რომ ძალიან მოენატრა მისი ძაღლი ჩაუ-ჩაუ სიმბა, რომელიც ასევე "ერთგულია, საყვარელი და უტვინო, როგორც მისი პატრონი". უკვე წასვლისას ფეხბურთელმა ჩაასწორა:"თუმცა, არა. არა პატრონი, არამედ, როგორც მისი მეგობარი".

წყარო-theguardian
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
2 ივნისი 2015 17:03
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ძალიან კარგი ბიჭია და იმედი მაქვს გამოგვადგება :)

პ.ს ყველას მოგესალმებით და თითქმის ყველა მომენატრეთ :დ ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: rezimankunia
2 ივნისი 2015 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Yochag! Kai statia iyo
0
№3
ავტორი: RojoDiablo
2 ივნისი 2015 17:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მემფისი უფრო მუშაა ვიდრე იანუზაი და ეშლი იანგი, უფრო კრეატიულია ვიდრე დი მარია, უფრო მშვიდია ვიდრე ფელაინი და მობილიზებულია ვიდრე ფალკაო და ვან პერსი, ხოლო მისი დარტყმა საუკეთესოა ვიდრე, ნებისმიერი მათგანის.


არ გვინდა რა ასეთი მოლოდინის შექმნა. დეპაისგან საოცრებების კეთებას, არნახული სანახაობის ჩვენებას თუ ველოდებით, იმედი გაგვიცრუვდება. მე პირადად დეპაიში მომავლის პერსპექტივას ვხედავ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდში მყოფ ყველა ფეხბურთელს ერთად აღებულს სჯობს. თანაც, არავინ იცის რას შეძლებს სხვა გარემოში, სხვა ჩემპიონატში და საერთოდ, ეს შედარებები ძალიან უაზრობაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
2 ივნისი 2015 17:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გაუმარჯოს ჯიგარ ახალი ხარ??
0
№5
ავტორი: ViDa
2 ივნისი 2015 17:26
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
AkkRed,
არა, ძველი ვარ ბრატ :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№6
ავტორი: AkkRed
2 ივნისი 2015 17:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ViDa,
კაია კაი ძველებსაც დაგითმობთ ცოტა დროს lol
0
№7
ავტორი: Wardell
2 ივნისი 2015 17:37
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყოჩაღ კარგი იყო :)

ჩვენი, გულშემატკივრების ყველაზე დიდი მინუსი ახალბედების პირველივე დღიდან გაღმერთებაა, სწორედ ამიტომ არის ხოლმე ასე ხშირად გული რომ გვწყდება და გვწყინს ამა თუ იმ ფეხბურთელის წარუმატებლობა. მე პირადად დეპაისგან ველი იმ ნაპრალის ამოვსებას, რაც ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელებს აკლიათ (ძლიერი დარტყმა, სწრაფი მოძრაობები), ამ ეტაპზე მისგან მეტს არაფერს ვითხოვ, მომავალში რა იქნება და როგორ უკვე დრო გვიჩვენებს.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
2 ივნისი 2015 18:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიცვალებული ადგა aaaeee

ძაან კაი ბიჭი დავითრიეთ და მაგრად მიხარია. დი მარიას თამაშს არ ველოდებოდი ესე როგორც ამას ველი. ყველანაირი მონაცემი აქვს რო გაქაჩოს და ვნახოთ
0
№9
ავტორი: temo-scholes
2 ივნისი 2015 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
+1
0
№10
ავტორი: gilmour
2 ივნისი 2015 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ViDa,
ზდაროვაა:))

პერსიზე კარგი დარტყმა არ აქვს, არც დიმარიაზე კრეატიულია, ეშლი იანგზე მუშაც რავიცი:)) მეც მაგრად არ მევასება ეს შედარებები გეთანხმები დუმბო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top