ტომ ქლევერლი გამოტყდა, რომ ძალიან რთული იყო იმ კრიტიკის მოსმენა, რაც მის მიმართ ისმოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის დროს.
"გასულ სეზონში იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც კრიტიკასთან გამკლავება განსაკუთრებით რთული იყო. როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობ და ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე იმყოფები, სახლიდან გამოსვლაც კი აღარ არის მარტივი. ინგლისში კრიტიკა ყოველთვის ძალიან აქტიურად ისმის ფეხბურთელების მიმართ, თუმცა ხალხსაც უნდა გავუგოთ. მოთამაშეები დიდ თანხებს იღებენ და ვალდებულები არიან, შესაბამისი შედეგები აჩვენონ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თავი გულშემატკივრების ადგილას წარმოვიდგინო, ამის შემდეგ ბევრი რამე გასაგები ხდება."- გადმოგვცემს ქლევერლის სიტყვებს Daily Mail.
"როცა "იუნაიტედი" შაბათს მარცხდება, კვირას ფეხბურთელებს ქუჩაში ვერ შეხვდებით. ასეთ სიტუაციებში ნუგეშს ყოველთვის ოჯახში ვეძებდი. ისინი დიდ მხარდაჭერას მიცხადებდნენ და ცდილობდნენ, ფეხბურთის შესახებ არ ელაპარაკათ."