ესპანელი საფეხბურთო ექსპერტი გილემ ბალაგიე თვლის, რომ "იუნაიტედი" ოტამენდის დამატებით საგრძნობლად გააძლიერებს დაცვის ხაზს.
"ის ჭკვიანი, საზრიანი და გამბედავი ფეხბურთელია. ნამდვილად არ გამოირჩევა სიმაღლით, მაგრამ თავისი ნახტომით ამის კომპენსირებას ახდენს. ის ძალიან მაგონებს რობერტო აილას, რომელმაც თავად ურჩია "ვალენსიას", რომ ამ მცველისთვის ყურადღება მიექციათ."
"ნიკოლასი ლიდერია, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი ისურვებდა ასეთი ფეხბურთელის ყოფნას შემადგენლობაში. ის არის ფეხბურთელი სუსტი მხარეების გარეშე."