"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის ფორმა ამ სეზონში ისეთი იყო, რომ ცნობილ ჩანტს "Oh, Robin van Persie" გულშემატკივარი ისეთივე ვნებით ვერ მღეროდა, როგორც ამას მიგვაჩვიეს.
თუმცა, შესაძლოა ვან პერსის ეს არც კი ჰგვრიდეს ისეთ სიხარულს, როგორც ბავშვების ჯგუფი, რომელიც უმღერის.
აღელვებული რობინი არც თვითონ ჩამორჩა ბავშვებს და მათთან ერთად იმღერა.
"ეს ბავშვები უნდა გიყვარდეთ!!!! დიდი მადლობა ყველას, ყველანი დიდებულები ხართ!" - დაწერა ვან პერსიმ თავის "ინსტაგრამზე".
31-წლის ფორვარდი უქმეებზე სამშობლოში იმყოფებოდა, რათა თავისი "რობინ ვან პერსის საერთაშორისო ტურნირი" მაასლუისში გაემართა.
9 და 10-წლამდელთა 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებაში მთელი ევროპიდან "მანჩესტერ სიტის", "ჩელსისა" და "ტოტენჰემთან" ერთად.
ვან პერსიმ ტურნირი სოფიას ბავშვთა საავადმყოფოსთვის დასახმარებლად გამართა, რათა როტერდამში არსებულ ჰოსპიტალს ფინანსური დახმარება გაუწიოს.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მისი ყოფილი თანაგუნდელი დარენ ფლეთჩერი ტურნირს მაყურებლის რანგში დაესწრნენ, რათა თავიანთი შვილების თამაშისთვის თვალი ედევნებინათ, რომლებიც "სიტის" აკადემიაში სწავლობენ.