"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს მოედანზე უამრავი რამ აქვს გამოცდილი, მაგრამ მის ფარგლებს გარეთ რუნის გაოცება ჯერ კიდევ შეიძლება.
29-წლის ფორვარდი ამჟამად ბაჰამაში ოჯახთან ერთად ისვენებს, სანამ თვის ბოლოს ინგლისის ნაკრებში თამაშს შეუდგება.
ორშაბათს კი უეინ რუნიმ Instagram-ზე ატვირთა ფოტო (ზევით), რომელშიც კარიბის კუნძულის ფენომენია ასახული და კომენტარიც დაურთო: "ბაჰამის ზღვაში ღორის ნახვას არ ველოდი! ჰაჰა".