ახალგაზრდა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ბრუნო გომესმა,რომელიც აპირებს სულ მალე კონტრაქტი გააფორმოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ოქროს ბუცი" მიიღო.ის 18 წლამდეთა ბრაზილიის ჩემპიონატჩი ასპარეზობს "დესპორტივოს" მაისურით.ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ მან "ოქროს ბუცი" მიიღო ამ გუნდში წარმატების მიღწევისთვის.ახალგაზრდა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 27 გოლის გატანა მოახერხა.
"ჩემთვის ამ ასაკში ესეთი მიღწევა ძალიან შესანიშნავი შედეგია.ჩემი გუნდი მართლაც იბრძოდა ამ ჩემპიონატის მოგებისთვის და მეც ყველანაირად ვცდილობდი გუნდის დახმარებას.ბევრი ამბობს,რომ მე არ შემიძლია გუნდის ლიდერობა,მაგრამ ეს ესე არ არის,რადგან მე უკვე მეორე სეზონია რაც ამ ჩემპიონატის ბომბარდირი გავხვდი.ბრაზილიის ჩემპიონატში ესეთი შედეგი ჯერ ვინმეს არ ჰქონია და მე ამით ამაყი ვარ." - განაცხადა ბრუნო გომესმა.