"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ თავისი მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
24-წლის მეკარეს კვლავ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი, რომელიც "იუნაიტედთან" მომდევნო ზაფხულს ეწურება და პრესა ირწმუნება, რომ ესპანელი მადრიდის "რეალში" გადასვლას აპირებს.
ამჟამად დავიდი სამშობლოში ისვენებს, ჟურნალისტების მიერ თავისი მომავლის შესახებ დასმულ კითხვებს კი სწორედ მადრიდში უპასუხა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების თაობაზე არაფერს ამბობს.
"ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ამჟამად უბრალოდ ვისვენებ", - განაცხადა დე ხეამ.