თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2015, 18:36
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 3121,
კომენტარები: 13
ანალიზი : რატომ უნდა წავიდეს ან დარჩეს დე ხეა?
უკვე ერთი წელია გრძელდება სპეკულაცია დავიდ დე ჰეას წასვლასთან დაკავშირებით. ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ ესპანელი სამშობლოში დაბრუნდება და ამის სათქმელად საკმარისი საბაბიც აქვთ. მანჩესტერის გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისში დარჩება, თავად ესპანელი კი დუმს როგორც თევზი.
ანალიზი : რატომ უნდა წავიდეს ან დარჩეს დე ხეა?
დღეს ოფიციალურად გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა და ფეხბურთის გულშემტკივრებიც აქტიურად ვადევნებთ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს. ტყუილი იქნება თუ ვიტყვით რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს, რადგან დარჩენაში დარწმუნებული ფეხბურთელი ამდენი ხანი, მითუმეტეს ასეთი ვნებათაღელვის ფონზე, დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა სიჩუმეს. ფაქტია, ესპანელი კიპერი მადრიდისგან ელოდება შემოთავაზებას, რადგან მანჩესტერისგან მან უკვე მიიღო იდეალური შემოთავაზება, რომელზეც კალმისტარი ჯერ-ჯერობით არ დაუკარებია - არც უარი უთქვამს და არც თანხმობა განუცხადებია. ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ანალიზი იმისა, თუ რა მდგომარეობაა ესპანელის ირგვლივ და რას უნდა ველოდოთ მისგან.

ჟურნალისტები აქტიურად წერენ დე ჰეას შესაძლო ტრანსფერზე და ამის საბაბს თავად ესპანელი აძლევს. გასაგებია, რომ ტაბლოიდები ხმაურიანი ტრანფერებისა და სიახლეების მოყვარულები არიან, მაგრამ მათი აქტიურობა ძალიან მოქმედებს გულშემატკივრებზე. დიდმა ნაწილმა უკვე აიცრუა გული ესპანელზე და მიუხედავად იმისა, რომ მისი დარჩენის მომხრეები არიან, მაინც ალმაცერად უყურებენ დავიდის სამომავლო კარიერას წითლების შემადგენლობაში.

მანჩესტერის პირველი ნომრის წასვლასთან დაკავშირებით სპეკულაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანელმა კიპერმა უპასუხოდ დატოვა მისი ამჟამინდელი კლუბის შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც დე ჰეა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მეკარეებს შორის შევიდოდა. კონტრაქტი მართლაც ზღაპრულია, უკეთესს ალბატ ვერც მადრიდი შესთავაზებს, მაგრამ პირველი ნომერი კვლავაც დუმს. რა სჭირდება მას? - ამაზე პასუხის გაცემა ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ დე ჰეასთვის, როგორც ჩანს, ყველაფერი ბურუსითაა მოცული.

იუნაიტედის ლეგენდები ესპანელ კარის დარაჯს "იუნიატედში" დარჩენისკენ მოუწოდებენ. მაგალითისთვის, გარი ნევილმა საჯაროდ მოუწოდა დავიდს კარგად დაფიქრებული არჩევანის გაკეთების დროს და ისიც დაამატა, რომ მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი გუნდში დარჩენა იქნება. ლუი ვან გაალს უკანასკნელ სამ თვეში პრესკონფერენცია არ ჩაუტარებია ისე, რომ დე ჰეასთან დაკავშირებით კითხვა არ დაესვათ ჟურნალისტებს. ჰოლანდიელი ვაჟკაცურად უძლებდა ცდუნებას და პასუხობდა, რომ ყველაფერი მხოლოდ შიდა სამზარეულოში რჩებოდა და ამ საკითხს არ ასაჯაროებდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ზეწოლა იმდენად გაიზარდა, რომ ვან გაალმა ვეღარ გაუძლო ცდუნებას და აღიარა, რომ დე ჰეას გადაწყვეტილება არ მიუღია. " ჩვენ შევთავაზეთ მას საუკეთსო კონტრაქტი, თუმცა მას არაფერი უპასუხია. გადაწყვეტილება თავად დე ჰეამ უნდა მიიღოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გუნდში დარჩეს." - განაცხადა "იუნიატედის" მთავარმა მწვრთნელმა.

არც მანჩესტერის ფეხბურთელები იშურებენ დევიდის მიმართ მიმართვებს და საქებარ სიტყვებს. გულშემატკივრები განსაკუთრებით აქტიურობენ , რათა დაანახონ დე ჰეას თუ სად არის მისი ადგილი, თუმცა ჯერ-ჯერობით ყველაფერი გაურკვეველია.

დღევანდელი ჩვენი სტატიის მიზანია გავაანალიზოთ ორივე შესაძლო ვარიანტი და დავადგინოთ თუ რატომ უნდა დარჩეს ან წავიდეს "იუნიატედის" პირველი ნომერი.

ანალიზი : რატომ უნდა წავიდეს ან დარჩეს დე ხეა?



რატომ უნდა დარჩეს?

დავიდ დე ჰეა "იუნიატედში" 2011 წელს გადმობარგდა სერ ალექს ფერგიუსონის მოწვევით. სუსტი, გამოუცდელი, თინეიჯერი დე ჰეა "იუნაიტედის" პირველ ნომრად პირველივე სეზონში იქცა და მას უდიდესი მისია ეკისრებოდა - ვან დერ სარის ჩანაცვლება. ასეთი დიდი გამოწვევისთვის ჯერ კიდევ მოუმზადებელმა მეკარემ უდიდესი და უმძიმესი გზა განვლო იმ მწვერვალამდე , სადაც დღესაა. რომ არა მანჩესტერი, არავინ იცის სად ან როგორ იქნებოდა ის დღეს. ფიზიკურად, მორალურად და პროფესიონალურად, ესპანელი კიპერი სწორედ ინგლისურ გრანდში განვითარდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. შედეგად, გულშემატკივრებმა უკანასკნელ ოთხ სეზონში ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ესპანელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად. მსგავსი შედეგით ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის.

რა მისცა მანჩესტერმა დე ჰეას? - ეს ალბათ ყველაზე სულელური და მარტივი კითხვაა, თუმცა მეტი თვალსაჩინოებისთვის მაინც დავსვათ. პასუხი ასე ჟღერს - ყველაფერი ! ფანების სიყვარული , მწვრთნელების ნდობა, საერთაშორისო აღიარება, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, დაფასება და ჯერ უმოქმედო ზღაპრული კონტრაქტი. გარდა ამისა, პრემიერ ლიგის ოქროს მედალი, რაც მტრის ბანაკის ყოფილ კაპიტანს აუხდენელ ოცნებად ექცა (ს.ჯ) . რა შეიძლება მეტი ინატროს დიდებულმა ფეხბურთელმა?

ამას გარდა, ატლეტიკო მადრიდის აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელმაც პირობა დადო, რომ არასოდეს გადავიდოდა მისი ყოფილი კლუბის მტრის სამეფოში, შეიძლება დაივიწყოს ფიცი და ერთდროულად ორი კლუბის ფანები გადაიმტეროს?

ანალიზი : რატომ უნდა წავიდეს ან დარჩეს დე ხეა?



რატომ უნდა წავიდეს?

ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი დე ჰეასთვის სრული ბედნიერებისთვის. ტაბლოიდები გასულ თვეებში აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, რომ დავიდი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს მანჩესტერში, რადგან ოჯახთან და შეყვარებულთან სიშორე მასზე დიდ გავლენას ახდენს. ამ მიზეზით, უკვე დატოვა მანჩესტერი რამდენიმე ფეხბურთელმა გასულ წლებში (მაგ: ფორლანმა), თუმცა არის ეს საკმარისი მიზეზი გუნდში ლიდერად დამკვიდრებული ფეხბურთელის წასვლისთვის? - ეს დე ჰეამ უკეთ იცის.

რაც შეეხება საფეხბურთო ფაქტორს - უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში "იუნიატედის" ჩავარდნა ევროსარბიელზე აშკარაა, რასაც ვერ ვიტყვით "რეალ მადრიდის" შესახებ. იდეალურ ფეხბურთელს მუდამ სჭირდება გარანტია, რომელ სტაბილურად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე და მინიმალური მიღწევა 1/4 ფინალი იქნება. ამის გარანტიას, მადრიდი, უკანასკნელი შედეგებიდან გამომდინარე აშკარად აძლევს. - მაგრამ, რას იტყვით იმაზე, რომ "იუნიატედში" ახლა იწყება აღმშენებლობის ხანა და არაა გამორიცხული სწორედ მანჩესტერმა დაამარცხოს რომელიმე ეტაპზე ესპანური გრანდი?

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ იკერ კასილასი მადრიდულ კარიერას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავიდს მუდმივი სათამაშო დრო ექნება გუნდში. პირადად ჩემთვის, არც ესაა საკმარისი მიზეზი მანჩესტერის დასატოვებლად, მაგრამ აბა მე ვინ მკითხავს?

არჩევანი, მართლაც რომ დე ჰეაზეა. აირჩევს ის ერთგულ ფანებს, რომლებიც მზად არიან ბოლომდე გვერდში ედგნენ მას და გუნდს, რომელიც პატივს სცემს და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, გუნდს, რომელიც ახლიდან იწყებს ისტორიის წერას და კვარცხბლეკზე საკუთარი ადგილის დასაბრუნებლად მომავალ წელს მთელი ძალით აპირებს ბრძოლას თუ მადრიდულ კლუბს, რომელიც ფეხბურთელებს ისე ექცევა, როგორც ფულის საჭრელ მანქანას (სანამ გამართულია, ზედ ევლება. როგორც კი შეფერხებები ექნება, თავიდან იშორებს და უკეთესის ძებნას იწყებს) , ფანებს, რომლებიც შეცდომას არ პატიობენ და არც ფეხბურთელების მანქანებისთვის კვერცხების სროლას და არც მოედანზე სტვენას არ თაკილობენ? - ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.



სტატიის ავტორი : დიმიტრი სანაია
01/06/2015
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: rezimankunia
1 ივნისი 2015 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Mgonia rom darcheba da tumidis tqvas amisdedavatire mekaregvyavs mosadzebni bliad
0
№2
ავტორი: Daley Blind
1 ივნისი 2015 16:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ჩვენ შევთავაზეთ მას საუკეთსო კონტრაქტი, თუმცა მას არაფერი უპასუხია. გადაწყვეტილება თავად დე ჰეამ უნდა მიიღოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გუნდში დარჩეს.


ბოლოს ავტორ კი წაუანტიმადრიდისტე მაგრამ მართალი ხარრ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№3
ავტორი: DimaSanaia
1 ივნისი 2015 16:04
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ციტატა: Daley Blind
ბოლოს ავტორ კი წაუანტიმადრიდისტე მაგრამ მართალი ხარრ <3


ყველაფერი ფაქტებია.
მე არაფერი გამომიგონია, დამოკიდებულება მართლაც ასეთია, ეს ყველამ იცის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 ივნისი 2015 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საღოლ დიმა, მაგარი იყო acute2
რაც შეეხება უშუალოდ დე ხეას, ყველაფერი თქვი პრაქტიკულად და არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ დე ხეაზეა. დევიდი არის უდიდესი პროფეისონალი თავის საქმის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მასზე გავლენას ვერავინ ვერ მოახდენს, მაგრამ თუ ვინმეს უნდა რომ მასზე გავლენა მოახდინოს ეს მხოლოდ და მხოლოდ ედურნე მგონია.
ისე ბოლო აბზაცმა დაგლიჯა... fellow wink
0
№5
ავტორი: abrama
1 ივნისი 2015 16:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Y velaze araswori panebi reals yavs.
0
№6
ავტორი: Mike
1 ივნისი 2015 18:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
გულს ნუ გაიტეხთ რებიატა, არავინ არაა გუნდზე მეტი , შმეიხელი შევცვალეთ, ვან დერ საარი შევცვალეთ და როგორმე დე ხეასაც გადავიტანთ ))) manunited
0
№7
ავტორი: Manchester_M
1 ივნისი 2015 18:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
Mike,
და პრეზიდენტიც პერესს რო მოუტ*** დედის ფუ*****რი
0
№8
ავტორი: GeorgeBest
1 ივნისი 2015 18:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სხვა გუნდში რო არ მიდიოდეს კიდე ესე არ გამიტყდებოდა. არ მემეტება იმენა რეალისთვის, არ იმსახურებს ესეთ ნიჭიერ კაცს ეგ გუნდი. არაა მაგათი პოლიტიკა ახალგაზრდების აღზრდა და მთელი ამბები. მაგდენს თვითონ როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს, მარა რას ვიზამთ ყველა ფეხბურთელის ოცნება რეალია რა. მაგას მართლა ვერ ვხვდები რატომ. არ ვამბობ რომ დღეს იუნაიტედს შეუძლია ბარსა-რეალი დაამარცხოს და ლიგა ლიგაზე დადოს მარა აი რეალზე საზიზღარი გუნდი ლივერპულიც არაა დაჟე. ეს რომ ბარსელონა იყოს კიდე გასაგები იქნებოდა

იმედია არ დაგვტოვებს მარა იმედი ნელ-ნელა გამიქრა მე, მაგრამ თუ წავა არც ეგ იქნება დიიდ ტრაგედია და არც დე ხეათი დამთავრდება რამე. შემცვლელი ყოველთვის იქნება

სადაც ფერგიუსონი წავიდა იქ ვინმეს წასვლაზე და რამის დამთავრებაზე საუბარიც სირცხვილია
0
№9
ავტორი: Wardell
1 ივნისი 2015 19:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყოჩარ დიმა hi2 ყველაფერი სიმართლე წერია, ერთადერთი შენიშვნა მექნება სატრანსფერო ფანჯარა 9-ში იხსნება ინგლისში.

დე ხეას რაც შეეხება ნუ ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა ეს მომენტი, რაც არ უნდა გველაპარაკა რო ატლეტიკოდან არის და მოსისხლე მტერი და ჰაი და ჰუი, ესპანელებისთვის და მითუმეტეს მადრიდელი სპორტსმენისთვის რეალი არის არ ვიცი მიწიერი სამოთხე ალბათ.

ერთადერთი დადებითი, თუ ამას დადებითი შეიძლება ერქვას ის იქნება, რომ წელსვე წავიდეს და მერე მომავალ წელს უფასოდ არ გაიძურწოს, ჩვენც ხო უნდა გაგვიკეთოს შეღავათი და რამე ვიხეიროთ.
0
№10
ავტორი: Count Alucard
1 ივნისი 2015 20:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ წავა, რადგან ესპანელია ოჯახი იქ ყავს შეყვარებული იქ ყავს, ელ კლასიკოს დახამდება როგორც ყველა. თუ რაციონალურად აზროვნების უნარი აქვს უნდა შეხედოს და ნახოს როგორ ექცევა რეალის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს და როგორ ექცევიან ფანები და მიხვდეს, რომ ისეთ კარგ ატმოსფეროს როგორიც მანჩესტერშია ვერავინ ვერსად ვერ შეუქმნის, თუმცა ოჯახი და ის ნერვების მომშლელი, ზოგისთვის ლამაზი, ზოგისთვის ქვაზე შეზელილი ეშმაკი, მანდილოსანი გადაწყვიტავს დევიდის ბედს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top