"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა გამოკითხვის შედეგად მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ეს პრიზი ამჯერად ეშლი იანგს გადაეცა, რომელმაც ანდერ ერერასა და კრის სმოლინგზე მეტი ხმა მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სეზონში იანგმა ამ ჯილდოს მოპოვება პირველად მოახერხა.
2014/15 წლის სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშეები გადხნენ.
აგვისტო - ფილ ჯონსი. სექტემბერი - ანხელ დი მარია. ოქტომბერი - დავიდ დე ხეა. ნოემბერი - დავიდ დე ხეა. დეკემბერი - უეინ რუნი. იანვარი - ანტონიო ვალენსია. თებერვალი - ანდერ ერერა. მარტი - ხუან მატა. აპრილი - ანდერ ერერა. მაისი - ეშლი იანგი.