გასულ კვირას ფრანგულმა ტელეარხმა Telefoot-მა ინტერვიუ ჩაწერა მარუან ფელანთან, სადაც ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ანხელ დი მარია მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ის კარგი ტრანსფერი იქნებოდა "პსჟ"-სთვის. ამ ინტერვიუს შემდეგ მრავალი კითხვა გაჩნდა სპორტულ გამოცემებში, თუმცა თვითონ ბელგიელის განცხადებით ტელეარხმა არასწორად გადმოსცა მისი სიტყვები.
"როგორც ჩანს Telefoot-მა არასწორად მოახდინა ჩემი სიტყვების ციტირება, მე ვთქვი რომ ანხელ დი მარია მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ის ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალა იქნებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს."
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.