როგორც გამოცემა The Guardian იტყობინება "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარ შეეცდება "საუთჰემპტონის" მარჯვენა მცველის, ნათანიელ კლაინის შეძენას.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის შეძენით "ლივერპულიც" დაინტერესდა. მერსესადიელებმა "წმინდანებს" 10 მილიონი შესთავაზეს მცველის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღეს.
წყაროს ცნობით "იუნაიტედმა" კარგად იცის მიმდინარე სიტუაცია, თუმცა არ აპირებს მასში ჩარევას, რადგან კლაინი ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს.
ამ გადაწვეტილების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ყველაზე სარწმუნო ორი ვერსიაა - შესაძლოა ვან გაალი სხვა ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავს ან ფიქრობს, რომ მომავალ სეზონში ანტონიო ვალენსია და რაფაელ და სილვა შეძლებენ დაცვის მარჯვენა ფლანგის გამაგრებას.