გუშინ საღამოს ფრანგულ მედიაში (Canal+) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა მორგან შნეიდერლინთან შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელით ძალიან აქტიურად ინტერესდებოდა ლონდონის "არსენალი".
შნეიდერლინმა, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით "წმინდანებთან" კიდევ ორი წელი აკავშირებს, უკვე გამოთქვა სურვილი, რომ სურს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის მიღება.
"ვფიქრობ გადაწყვეტილება მიღებულია. ჩემპიონთა ლიგა ჩემი მიზანია და თუ "საუთჰემპტონს" დავტოვებ აუცილებლად ამ ტურნირზე მოასპარეზე გუნდში გადავალ."
თავად ლუი ვან გაალი შნეიდერლინის დიდი გულშემატკივარია და ფიქრობს, რომ ფრანგი ნახევარმცველი შეძლებს მაიკლ კერიკის სრულფასოვნად ჩანაცვლებას.
სეზონის პირველ ნახევარში ნახევარმცველმა გარი ნევილის შექებაც დაიმსახურა, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგი ტოპ ოთხეულის ნებისმიერ გუნდში შეძლებს თამაშს.