"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველის, მარუან ფელაინის, აზრით მისი თანაგუნდელი ანხელ დი მარია "პსჟ"-სთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება.
მას შემდეგ რაც ბრიტანეთის სარეკორდო შენაძენი, "მადრიდის რეალიდან" ინგლისსში გადაბარგდა, მისი საქმეები კარგად ნამდვილად ვერ აეწყო. არგენტინელს ძალიან გაუჭირდე პირველი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება. ამისდა მიუხედავად ფელაინი თვლის, რომ პარიზული გუნდისთვის დიდი პლიუსი იქნება, თუკი ანხელს შეიძენენ, მაგრამ მას მაინც დარჩენისკენ მოუწოდებს:
"დი მარია შესანიშნავი შენაძენი იქნება პარიზული კლუბისთვის. ის ტოპ-კლასის ფეხბურთელია.
ის ძალიან წარმატებული იყო "მადრიდის რეალში", ამიტომ ნებისმიერ კლუბში შეძლებს თავის წარმოჩენას. რას ვიზამდი მის ადგილზე? აუცილებლად დავრჩებოდი "მანჩესტერ იუნაიტედში".
დი მარიას მანჩესტერული კარიერა საუცხოოდ დაიწყო, თუმცა მას შემდეგ რაც პირველად დაშავდა ძალიან გაუჭირდა ფორმის აღდგენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.
საფეხბურთო პრობლემებს ისიც დაერთო, რომ რამდენიმე კვირა სასტუმროში ცხოვრება მოუწია, რადგან მის სახლში მძარცველები შევიდნენ. ყველაფრის მიუხედევად დი მარიას უკანასკნელი ინტერვიუების გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავად ფეხბურთელს სურს ინგლისში დარჩენა, არც კლუბს და მთავარ მწვრთნელს სურთ მასთან განშორება. როდესაც მაისში ვან გაალს ჰკითხეს დი მარიას თაობაზე, მან დაადასტურა, რომ სურს მომავალ წელსაც იხილოს არგენტინელი "იუნაიტედში", მაგრამ ისიც თქვა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს:
"მენეჯერი და კლუბი ყოველთვის თავად მოთამაშეზეა დამოკიდებული. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს: სურს დარჩენა, თუ სხვაგან წასვლა ურჩევნია.
მის შემთხვევაში სიტუაცია ცოტა სხვაგვარადაა, ის ვერ იტყვის რომ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე, მე ამას ყოველთვის ვაკეთებ, თავად ვესაუბრები მოთამაშეებს.
მისი შესაძლებლობებით მოხიბლული ვარ, ამ საკითხში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვფიქრობ იგი ჩვენთან დარჩება".
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.