"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ უგო ლორისს კლუბში დარჩენა სურს.
ლორისი "ტოტენჰემს" 2012 წელს შეუერდა და 119 მატჩის ჩატარება შეძლო ყველა ტურნირის მაშტაბით, მაგრამ ჯერჯერობით მისი ოცნება, ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე, აუხდენელი რჩება.
ჭორების მიხედვით, საფრანგეთის ნაკრების მეკარით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, რომელიც დავიდ დე ხეას დაკარგვის საშიშროების ქვეშაა, მაგრამ პოჩეტინო დარწმუნებულია, რომ უგო "ტოტენჰემში" დარჩება.
"არსებობს ყველა სახის ჭორი, მაგრამ უგოს ჩვენთან დარჩენა სურს და ჩვენც მოხარულები ვართ ამით. ის, ჩვენთან ბედნიერია" - განაცხადა პოჩეტინომ DailyMail-თან ინტერვიუში.