თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2015, 15:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1778,
კომენტარები: 8
მაიკლ კერიკი:"მეოთხე ადგილი სიხარულის საბაბი არ უნდა ყოფილიყო"
მაიკლ კერიკი სეზონის შედეგებზე საუბრობს.
მაიკლ კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მაიკლ კერიკმა, აღნიშნა, რომ სეზონის მეოთხე ადგილზე დასრულების აღნიშვნა არ ღირდა.

"იუნაიტედმა" სეზონი ოთხეულში დაასრულა და მოსისხლე მტერი, "ლივერპული", უკან მოიტოვა. ვან გაალის შეგირდებს, ევრო თასებში ჩაბმა კონკურენტებზე ადრე მოუწევთ, რადგან "ეშმაკებმა" 2-მატჩიანი პლეი-ოფი უნდა ითამაშონ.

"არსენალისთვის", რომელმაც ბოლო 10 წლის მანძილზე მეოთხე ადგილი 6-ჯერ დაიკავა, ცხრილის ამ საფეხურზე სეზონის დასრულება წარმატებად ითვლება და ერთ გვარ ტიტულთანაც კი ასოცირდებოდა, თუმცა კერიკისთვის მთავარი ნამდვილი ტიტულებია:

"კარგია, რომ ოთხეულში დავბრუნდით, თუმცა ეს შესანიშნავი შედეგი არ არის." - განაცხადა მაიკლმა.

"სეზონით შესაძლოა კმაყოფილები ვიყოთ, თუმცა ამ მიღწევის აღნიშვნა არ ღირს. იმედი მაქვს მომავალ წელს უფრო ღირებულს გავაკეთებთ, რაც მართლაც სასიხარულო იქნება.

2013/14 წლებში მეშვიდე ადგილი დავიკავეთ, რაც სრული შოკი იყო. ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ვერ წარმომედგინა და ვალდებულები ვიყავით რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავით იქ. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ.

მომავალ წელს მინდა კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ და მხოლოდ ოთხეულს არ დავჯერდეთ.

მჯერა ზაფხულის მერე უფრო ძლიერები დავბრუნდებით და ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს არ შეიცვლება, ჩვენ ამას წლების მანძილზე ვაკეთებდით."
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
31 მაი 2015 15:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონზე მხოლოდ ოთხეულს არ უნდა დავჯერდეთ, პირველობისთვის უნდა ვიბრძოლოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: Daley Blind
31 მაი 2015 16:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
მანჩესტერს როგორ აკლია მისნაირი ბოლომდე მებრძოლი ფეხბურთელები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№3
ავტორი: GeorgeBest
31 მაი 2015 16:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უფრო მეტი შეეძლოთ მარა მთავარი მაინც ოთხეული და ლიგაზე დაბრუნება იყო
0
№4
ავტორი: rene harrison_
31 მაი 2015 16:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ნამდვილი ლიდერის სიტყვები :) სიამოვნებს თვალებს და გულსაც..გამოცდილი ადამიანი რომ საუბრობს მაინც სულ სხვაა.
0
№5
ავტორი: Rooni
31 მაი 2015 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Momdevno wels mtavaria premierligis chempionoba davibrunot. Ligasac tumovigebt magrad gaasworebs
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 მაი 2015 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მომავალ სეზონში რა თქმა უნდა მეოთხე ადგილი არავის დააკმაყოფილებს. კმყოფილები მხოლოდ ჩემპიონობის შემთხვევაში თუ ვიქნებით... winked
0
№7
ავტორი: temo-scholes
1 ივნისი 2015 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
isnaa bratishkaa...:);)
0
№8
ავტორი: RojoDiablo
2 ივნისი 2015 09:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე მაინც მიხარია და აღვნიშნავ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდით. შამპანურის გახსნას არ ვაპირებ, მაგრამ რატომ არ უნდა გამიხარდეს ეს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top