ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა მარკო ვან ბასტენი ფიქრობს, რომ მემფის დეპაი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლით კარგ ხელში მოხვდა.
21-წლის დეპაი "იუნაიტედს" 25 მლნ. ფუნტი დაუჯდა და სეზონის მიწურულს კლუბის პირველი შენაძენი გახდა.
"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელი მარკო ვან ბასტენი დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალი ვინგერს კიდევ უფრო ძლიერ ფეხბურთელად აქცევს.
"დეპაი განსაკუთრებული ნიჭია. დანარჩენებს სჯობს. ის არის ახალგაზრდა ვარსკვლავი, ძლიერი და საკუთარი იდეები გააჩნია, რაც, ჩემი აზრით, მოთამაშისთვის კარგი მახასიათებელია.
ასევე არის ბიჭი, რომელსაც სწავლის გაგრძელება სურს და ლუი ვან გაალთან კარგ ხელში მოხვდა - მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთად უკვე უმუშავიათ.
ახლა უნდა აჩვენოს, რომ ინგლისში ასპარეზობის უნარიც აქვს. სწორედ ამას გიჩვენებთ. არ ვიცი რამდენად სწრაფად მოხდება ეს, მისი მოსვლის პირველივე წელს თუ არა, მაგრამ მას შეუძლია ინგლისში წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა ვან ბასტენმა.