თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2015, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2303,
კომენტარები: 7
ვან დერ სარი: "ვან გაალმა "აიაქსს" თავი უნდა დაანებოს"
"იუნაიტედის" ლეგენდა ვან გაალს მოუწოდებს.
ვან დერ სარი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული კიპერი ედვინ ვან დერ სარი ამაყობს, რომ დეილი ბლინდმა "ოლდ ტრაფორდზე" პირველივე სეზონში მოახერხა თავის კარგად წარმოჩენა და იმედი გამოთქვა, რომ ვან გაალი "აიაქსს" ახალგაზრდა ფეხბურთელებს აღარ წაართმევს.

დეილი ბლინდმა სწორედ ამსტერდამული კლუბი დატოვა, სადაც ვან დერ სარი მარკეტინგის დირექტორად მუშაობს და "იუნაიტედს" მიაშურა.

"რა თქმა უნდა, ვამაყობთ. თუმცა ბევრი ფიქრი მოგვიხდა იმის შესახებ, თუ ვისით ჩაგვენაცვლებინა ასეთი ფეხბურთელი.

როცა "აიაქსში" მოვიდა 8-წლის იყო, პატარაობაში კი მატჩებზე მამამისთან ერთად მოთამაშეთა ლაუნჯში ან სავარჯიშო ბაზაზე მინახავს. დიდებული იყო იმის ნახვა, თუ როგორ შეძლო ბლინდმა ამ 16 წლის განმავლობაში აკადეემიდან პირველ გუნდამდე განვითარება, ფანტასტიკური თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე, შემდეგ კი ტრანსფერი დიდებულ კლუბში, სადაც მას მეგზურობას ლუი ვან გაალი გაუწევს. იმედი მაქვს, განვითარებას ასევე გააგრძელებს.

თავისი თამაშით აჩვენა, რომ უკვე შემდგარია როგორც ფეხბურთელი, იქნება ეს ნახევარდაცვა თუ მარცხენა მცველის როლი.

დიახ, ეს "აიაქსის" აკადემიის კარგი რეკლამაა, მაგრამ იმედი მაქვს, "იუნაიტედი" ამიერიდან შეწყვეტს ჩვენგან ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას, რადგან ვიცი, რომ მათაც არაჩვეულებრივი ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ. ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ლუი თავის ახალგაზრდებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს, ვიდრე ჩვენსას",
- განაცხადა ვან დერ სარმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: rezimankunia
31 მაი 2015 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Silesenic mogveci da gavdivaart
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 მაი 2015 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი რაა ედვინ, შენ რა აიაქსიდან არ დაიწყე...??? wink
0
№3
ავტორი: rene harrison_
31 მაი 2015 13:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
რა სილესენი:)))) ვალდესი მართლა ამოსი ან კუშჩაკი ხომ არ გგონიათ. როჟა მსოფლიო დონის მეკარეა და 32 წელი მეკარისთვის არაფერია..ასე თუ ყარეს ფულები კლუბს მაგრად დაე**რევა. მე ჩემი ვთქვი და ახლა რაც უნდათ ის უქნიათ. დეილის კიდე აქვს ხოლმე ჩავარდნები, მაგრამ იმედია შემდეგ სეზონში უფრო სტაბილურად კარგი იქნება.
0
№4
ავტორი: A.HERRERA
31 მაი 2015 13:43
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ნახევარდაცვის ლიდერი ვერაა და ვერც ვარსკვლავებს წყვეტს, თუმცა შეიძლება კიდევ გაძლიერება. რაც არ უნდა იყოს ნახევარმცველის დამატება ყველა ვარიანტში გვჭირდება.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
31 მაი 2015 14:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეც რეებს ბაზრობს. იუნაიტედმა კი არა აიაქსმა უნდა დაანებოს ბარიგობას თავი და გუნდს დაემსგავსოს. ეგენი რო ფეხბურთელებს არ უძვებდნენ ეესე უაზროდ დღეს საუკეთესო კლუბი ექნებდათ
0
№6
ავტორი: RojoDiablo
2 ივნისი 2015 09:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფეხბურთელს თვითონ არ ენდომება დარჩენა იქ, საიდანაც ყოველ წელს მიდის ნიჭიერი ფეხბურთელი. ასე ფიქრობენ, რომ ამ გუნდს არაფრის მიღწევა შეუძლია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: temo-scholes
3 ივნისი 2015 02:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
nu itokshi sadgac martalia chveni edvinac...:) chvens axalgazrdebs ro mivxedot momavlidan uketesi iqneba;)

nu itokshi sadgac martalia chveni edvinac...:) chvens axalgazrdebs ro mivxedot momavlidan uketesi iqneba;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top