"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა პატრის ევრამ, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კლუბის გამარჯვებაში "კაჭკაჭების" წინააღმდეგ განაცხადა, რომ უფლება აღარ აქვთ ფეხბურთელებს დაკარგონ შვიდ ქულიანი უპირატესობა...
ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ გაუზიარა გულშემატკივრებს თავისი შთაბეჭდილებები, მატჩის შესახებ და განაცხადა, რომ თუ გუნდი შეამცირებს შვიდ ქულიან ბარიერს, ეს კატასტროფის ტოლფასი გახდება მათთვის...
"ეს იყო გიჟური მატჩი! ვფიქრობ ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ეს დაუვიწყარი სპექტაკლი იქნებოდა." – ციტატირებს ევრა Sky Sports–თან, Canal Plus–ის მეშვეობით. –"კარგია, რომ ჩვენ შევძელით კონცენტრირება საკუთარ თავზე და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ."
"მე არასდროს მინახავს იმდენი ბედნიერი სახე, რაც ამ სეზონში ჩვენს გასახდელში ვნახე.პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე, სერ ალექსმა გვითხრა, რომ თუ ამ მატჩს მოვიგებდით, ეს ჩვენი ჩემპიონობის შანს ძალიან გაზრდიდა."
"ვფიქრობ, ყველას ახსოვს ის მომენტი, როდესაც შვიდი ქულით ვიყავით წინ სატურნირო ცხრილში და შემდეგ მეტოქემ ეს ქულები აღმოფხრა და ტიტული გოლების სხვაობით დავთმეთ.თუ ამას ამ სეზონშიც გავიმეორებთ – ვფიქრობ ფერგიუსონი ამისთვის გუნდს დაშლის!"