ხუან მატა სეზონს წარმატებულად მიიჩნევს.
პროგრესის შესახებვფიქრობ, ამ სეზონში უდიდესი ნაბიჯი გადავდგით იმ ადგილისკენ, სადაც ეს კლუბი იმსახურებს ყოფნას. ახალ ფეხბურთელებთან ერთად ახალი ფილოსოფიის მქონე ახალი მწვრთნელი გვყავდა. იმედია, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, რაც კლუბის უდიდესი სურვილია და ტიტულებისთვისაც ვიბრძოლებთ.
ლუი ვან გაალის შესახებძალიან რთული მწვრთნელია, პირდაპირი და ვარჯიშებზე თითოეულ ფეხბურთელს აკვირდება, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან კარგი სპეციალისტია. უდიდესი გამოცდილება აქვს, კარგი და ძლიერი ხასიათი და ყოველთვის სურს თასების მოგება კარგი თამაშით.
"ენფილდზე" გატარებული იმ დღის შესახებთამაშის დასაწყისიდანვე კარგი წინათგრძნობა მქონდა. თითოეული შეხება, თითოეული მოძრაობა მახსოვს - თითქოს ყველაფერი მიედინებოდა. როცა პირველ ტაიმში იტან გოლს, თავდაჯერებულობა გემატება, მეორე გოლი კი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი გამოდგა. კლუბისთვის, გუნდისა და ჩემთვის უდიდესი დღე იყო.
ანდერ ერერას შესახებმოედანს თავისი დონე, გასახდელ ოთახს კი თავისი პიროვნება შემატა. დიდებული ნახევარმცველია. შეუძლია თავდაცვა და თავდასხმაც - გოლებსაც იტანს, როგორც ამას წელს აკეთებდა. ჩვენთვის ფანტასტიკური სამუშაო გასწია და შეუძლია უფრო გაუმჯობესდეს.
დე ხეას შესახებროგორც მეკარეს, დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში მისი სიმშვიდე განსაკუთრებულად აქცევს. ჩემთვის, წლის საუკეთესო იგი იყო - მიხარია, რომ ორი პრიზი მოიპოვა - ეს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გააკეთა და სრულიად დამსახურებულად.
მომდევნო სეზონის მიზნების შესახებმინდა გაუმჯობესება გავაგრძელო და ამ უდიდესი კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო, რათა ახალ მიზნებს მივაღწიოთ. როგორც შემტევ ფეხბურთელს, მინდა გოლები გავიტანო, საგოლე გადაცემები გავაკეთო და 100 %-ით დავიხარჯო. ხოლო როგორც კლუბმა, ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან გულშემატკივარსა და თანაგუნდელებს სწორედ ეს სურთ.
წყარო:
manutd.com