დუაით იორკი ლეგენდების მატჩისგან თავის მოლოდინს გვიზიარებს.
14 ივნისს "იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ლეგენდები შეხვდებიან ერთმანეთს, რომელსაც ორგანიზატორობას გუნდის საქველმოქმედო ფონდი უწევს.
"ეს ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ მე ბუცები ლურსმნებიდან ჩამოვიღო და სტადიონზე სათამაშოდ შევიდე. დიდი პატივისცემით ვუდგები ამ საქმეს, რომელსაც "იუნაიტედის" საქველმოქმედო ფონდი ახორციელებს. მათი საქმე სიამოვნებას მგვრის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი იქნება ძალიან საინტერესო და სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარულთათვის.
გარწმუნებთ, რომ ყველა მაყურებელს ელოდება კონკურენტუნარიანი მატჩი. ორივე გუნდის ლეგენდები ეცდებიან შექმნან საინტერესო შეხვედრა და მოიძიონ სახსრები ქველმოქმედებისთვის", - ციტირებს დუაით იორკის სიტყვებს manutd.com.