მილანის ერთ-ერთი ლეგენდა პაოლო მალდინი აცხადებს, რომ მას შეეძლო გადასულიყო "მანჩესტერ იუნაიტედში.
"თავის დროზე მე შემეძლო გადავსულიყავი "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ მე მათთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილი არ მქონია. სატელეფონო საუბარი ჩემს ახლო მეგობართან ჯანლუკო ვიალისთან მქონდა, რომელიც მაგ დროისთვის ლონდონის "ჩელსის" წვრთნიდა. მან დამაფიქრა ჩემს შესაძლო ტრანსფერზე და იმაზე, გადავსულიყავი თუ არა ინგლისში, მაგრამ მე ეს არ მოვინდომე.
ვიცი, რომ ერთ დროს ჩემი შეძენა ლონდონის "არსენალსაც" კი სურდა, მაგრამ მათთან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა ჩემი გადასვლის თაობაზე."
მალდინის შეძენაზე სერ ალექსსაც უსაუბრია ერთ-ერთ ინტერვიუს დროს: "მალდინი იყო გამომწვევი ფეხბურთელი, მე ის ძალიან მიყვარდა, ერთხელაც მე ვესაუბრე მამამის მისი ვაჟის შეძენის თაობაზე, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ეს საუბარი დახურულია ერთხელ და სამუდამოდ."