თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2015, 08:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 6
სერ მეტ ბასბის ქალიშვილი გარდაიცვალა
ლეგენდარული მწვრთნელის შვილი გარდაიცვალა.
სერ მეტ ბასბის ქალიშვილი გარდაიცვალა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელის, სერ მეტ ბასბის ქალიშვილი შინა გიბსონი წუხელ ღამით გარდაიცვალა.

შინა, რომელიც ბასბის ცოცხალ შვილთაგან უკანასკნელი იყო, "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, ტომას "დონ" გიბსონის ცოლი გახლდათ.

სერ მეტ ბასბის ვაჟი სენდი ბასბი გასულ წელს სექტემბერში "ჰეილ ბარნსში" 78 წლის ასაკში გულის შეტევას ემსხვერპლა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა", კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და მრავალმა გულშემატკივარმა გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.

სერ მეტ ბასბის ქალიშვილი გარდაიცვალა

სენდი ბასბი და შინა გიბსონი


კლუბის განცხადებაში ნათქვამია: "ძალიან სამწუხაროა, რომ კლუბი შინა გიბსონის, ლეგენდარული მწვრთნელის სერ მეტ ბასბის ქალიშვილის გარდაცვალებას ადასტურებს.

შინა, რომელიც "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, დონ გიბსონის ცოლი იყო, ბასბის ორ შვილთაგან უკანასკნელი იყო - ვაჟი სენდი გასულ წელს სექტემბერში დაიღუპა. "ოლდ ტრაფორდზე" ყველას სურს ბასბის ოჯახს ამ მძიმე წუთებში თავისი უღრმესი მხარდაჭერა გამოუცხადოს".


ედ ვუდვორდი: "შინა კეთილი ქალი იყო, რომელსაც კლუბი უყვარდა და მისი ნახვა "ოლდ ტრაფორდზე" ყოველთვის სასიამოვნო გახლდათ. ჩვენი ფიქრები მის ოჯახთან ერთად იქნება.

შინა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთელ ოჯახს მოენატრება".


სერ მეტ ბასბის ქალიშვილი გარდაიცვალა

ალექს ფერგიუსონი, სენდი ბასბი, შინა გიბსონი და მარტინ ედვარდსი სერ მეტ ბასბის ძეგლის გახსნაზე


შინას ქმარს, დონს "იუნაიტედში" 1950 წლიდან 5 სეზონი აქვს გატარებული, შემდეგ კი "შეფილდ უენსდეიში" გადავიდა.

გიბსონის მამა და "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი სერ მეტ ბასბი კი 1994 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
30 მაი 2015 09:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაღაც ცუდად მიდიან ეს ბებრები და ფერგიც არ გაწირონ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
30 მაი 2015 09:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
უკვდავი არავინაა, მაგრამ მაგაზე ფიქრი არ ღირს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
30 მაი 2015 09:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

1-2 დღის ჩემი მეზობელიც გამოგვემშვიდობა და ეგეც მაშინებს recourse
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
30 მაი 2015 10:14
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
AkkRed,

რაღაცას უნდა ნიშნავდეს ეგ, ფერგიუსონს თვალი არ ეცეს
0
№5
ავტორი: Mufc7
30 მაი 2015 18:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
ბაბუ დიიიიიიდხანს იცოცხლებს კიდეე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
30 მაი 2015 18:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
AkkRed,
რატო იწყევლები ბრად?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top