"მანჩესტერ სიტიმ" გასულ ზაფხულს რადამელ ფალკაოს შეძენა ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევასთან დაკავშირებით ტრანსფერების განხოციელებაში შეზღუდულობის გამო ვერ შეძლო.
როგორც ცნობილია, 2014 წლის ზაფხულს "ქალაქელები" რადამელ ფალკაოს შეძენის მთავარ პრეტენდენტებად ითვლებოდნენ, თუმცა კოლუმბიელი საბოლოოდ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა.
"მონაკოს" სპორტული დირექტორი ვადიმ ვასილიევის განცხადებით, "სიტი" ნამდვილად მართავდა მოლაპარაკებებს ფალკაოსთან, მაგრამ UEFA-ს აკრძალვების გამო ტრანსფერი ვერ შედგა.
"მანჩესტერ სიტისთან" შეთანხმების განხორციელების ალბათობა არსებობდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც მოლაპარაკება ვერ შედგა, ფინანსური ფეირ-პლეი იყო. თანხას არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან სერიოზული იყო", - განაცხადა ვასილიევმა.