ანდერი დელ ბოსკეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ანდერ ერერას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედში", თუმცა ეს შეუმჩნეველი აღმოჩნდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის. შედეგად 25-წლის ესპანელი ნაკრების შეხვედრებს, კოსტა რიკისა და ბელარუსის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოტოვებს.
ერერა არ მალავს, რომ ის იმედგაცრუებულია ესპანელთა განაცხადში ადგილის ვერ მოპოვებით, თუმცა იმედოვნებს, რომ სარგებელს "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ხნის განმავლობაში მოუტანს.
ანდერი "იუნაიტედს" "ბილბაოდან" £28 მილიონად შეუერთდა. ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ კი შეძლო კლუბის შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება და "იუნაიტედის" უკანასკნელ 15 მატჩში, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრიც გახლდათ.
ერერამ პრემიერ ლიგის ყველა მატჩში 7-ჯერ შეძლო კარის ჩარჩოში ბურთის გაგზავნა, რომელთაგან 6 მათგანი გოლით დასრულდა. ხოლო ყველა ტურნირზე მთლიანობაში 8 ბურთის გატანა შეძლო, რაც მისი საუკეთესი მაჩვენებელია პროფესიონალურ კარიერაში 2008 წლიდან.
ყველაფრის მიუხედავად, იგი შეუმჩნეველი დარჩა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ვისენტე დელ ბოსკესთვის. შედეგად ერერა ნაკრების დახმარებას კვლავ ვერ შეძლებს.
25-წლის ნახევარმცველი ესპანეთის 20, 21 და 23 წლამდელთა ნაკრების რეგულარული წევრი იყო, თუმცა უმაღლეს საფეხურზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ჯერ არ მიეცა.
ერერა არ მალავს იმედგაცრუებას, რაც მისმა ნაკრებს მიღმა აღმოჩენამ განაპირობა, თუმცა აღნიშნავს, რომ დამატებითი შესვენება ხანგძლივი სეზონის შემდეგ მისთვის სასარგებლო იქნება, რადგან ივლისში "იუნაიტედს" აღდგენილი ძალებით დაუბრუნდება.
"ეს მართალია. ვიმედოვნებდი იქ ვიქნებოდი. შეიძლება ითქვას, რომ შემადგენლობის დასახელებიდან 5 წუთის განმავლობაში თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი. მას შემდეგ მხოლოდ დასვენებაზე და იმაზე ვფიქრობ, თუ რა იქნება კარგი ჩემთვის."
"ყოველთვის ვცდილობ პოზოტივი დავინახო ყველაფერში და ახლა მაქვს უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ უქმეებზე დავისვენო."
"ეს ჩემი ოცნებაა, რადგან ჩვენ ყველას გვიზიდავს ის, მაგრამ მე არ დავეცემი ამის გამო. მე უკვე ვფიქრობ მომდევნო წლის პრემიერ ლიგაზე. ჩვენ ყველანი ვიბრძოლებთ, რომ მოვიგოთ ტურნირი."წყარო:
manchestereveningnews.co.uk