"ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა განაცხადა რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეეძლო, თუმცა გერმანიაში დარჩენა ისურვა.
31 წლის ლამის თქმით მას "იუნაიტედის" წარმომადგენლები მანჩესტერში გადმოსვლის თაობაზე აქტიურად ეკონტაქტებოდნენ. გადაწყვეტილება მხოლოდ გერმანელზე იყო, რომელმაც "რეკორდმაისტერში" დარჩენა გადაწყვიტა.
"იყო დრო, როდესაც "იუნაიტედმა" ჩემს ტრანსფერზე შემოთავაზება გააკეთა. ჩემი შეძენით ასევე "ბარსელონაც" ინტერესდებოდა და იმ დროს ინგლისში ან ესპანეთში ცხოვრებაზე ნამდვილად ვფიქრობდი."
"ძალების პრემიერ ლიგაში მოსინჯვა ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ გერმანიაში დარჩენა გადავწყვიტე. "ბაიერნი" ჩემი სახლია და ვფიქრობ, კონტრაქტის გახანგრძლივებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე."
"ვიცოდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გვექნება და მე მართალი ვიყავი. მირჩევნია გამარჯვებას მივაღწიო ჩემს კლუბთან, მშობლიურ კლუბთან ვიდრე ვინმე სხვასთან ერთად. ვაღიარებ, რომ ინგლისი საინტერესოა თუმცა მოხარული ვარ, რომ აქ დავრჩი."-განაცხადა ლამმა