"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა "წითელ ეშმაკებს" დი მარიას შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
თავის ყოველკვირეულ გრაფაში ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა არგენტინელს მარიო ბალოტელისთან ერთად 2014/15 წლების სეზონის მთავარი იმედგაცრუება უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრესაში აქტიურად წერენ დი მარიასადმი პსჟ-სა და მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან ინტერესის შესახებ, სქოულზს მიაჩნია, რომ ერთი სეზონით ანხელი არ უნდა შეფასდეს.
"59.7 მლნ. ფუნტის ღირებულების ფეხბურთელს კარგი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ "იუნაიტედს" უფრო მეტს მისცემდა. მესმის, რომ მანჩესტერში ცხოვრებასთან დაკავშირებით არასაფეხბურთო პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სხვაგვარად მისთვის ამ სეზონს იმედგაცრუებას ვუწოდებ. არადა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასულ წელს საუკეთესო იყო.
მიუხედავად ყველაფრისა, მის ოსტატობას არაფერი მოსვლია და არა მგონია, "იუნაიტედმა" საკუთარ თავს მისი დაკარგვის უფლება მისცეს. თუ ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას, ასეთი ტიპის ფეხბურთელი სჭირდებათ. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო სეზონში".