პრესის თანახმად დავიდ დე ხეა მომდევნო წლიდან მადრიდის ”რეალის” ღირსებას დაიცავს. ამ ფაქტს გამოეხმაურა კასილიასის დუბლიორი კეილორ ნავასი.
”მე ყოველთვის ვცემ ჩემს თანაგუნდელებს პატივს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად. ისინი, როგორც მე, თავიანთ სამუშაოს დიდებულად ასრულებენ, მაგრამ მე მაქვს რწმენა რომ ვიქნები ძირითადის №1 მეკარე” - თქვა ნავასმა.
”იმედს ვიქონიებ რომ შემდეგი სეზონი ”რეალისთვის” კარგი იქნება და რაც მთავარია ჩემი მიზნები არ შეიცვლება!”.