29-05-2015, 10:54
ნანახია: 2821,
კომენტარები: 17
რადიოჟურნალისტი: "დე ხეა პირველი შენაძენი იქნება"
ესპანელი ჟურნალისტი მოლაპარაკებას დასრულებულად მიიჩნევს.
ესპანელი რადიოჟურნალისტი ხოსება ლარანაგა ირწმუნება, რომ დავიდ დე ხეამ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი შეათანხმა.
ლარანაგას თქმით, რაფაელ ბენიტესი, რომელმაც "ნაპოლიდან" წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა და "რეალს" ჩაიბარებს, პირველ რიგში დავიდ დე ხეას შეიძენს.
24-წლის კიპერმა ესპანურ გრანდთან პირადი კონტრაქტი დიდი ხანია შეათანხმა, "იუნაიტედს" კი მხოლოდ სატრანსფერო ღირებულების გარკვევაღა დარჩა.
ესპანურ სადგურს COPE ლარანგამ განუცხადა:
"ბენიტესის პირველი შენაძენი დე ხეა იქნება.
მეკარემ მადრიდის "რეალთან" შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა გაცილებით რთულს, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედში".წყარო:
express
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.