"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა ეშლი იანგმა ლუი ვან გაალს მადლობა გადაუხადა, რომელმაც ფეხბურთელს კარიერის "აღდგენაში" დახმარება გაუწია.
სეზონის ბოლო თვეებში 29-წლის ფეხბურთელი შესაძლოა "იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშე იყო. კაპიტანმა უეინ რუნიმ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვისაც კი მისცა ხმა.
თავად იანგი კი აღიარებს, რომ მისი პროგრესი ვან გაალის ფილოსოფიასთან არის დაკავშირებული და ფეხბურთისგან კვლავ იღებს სიამოვნებას.
"ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობით შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. წინასასეზონო პერიოდიდან მოყოლებული მწვრთნელი თავისი ფილოსოფიისა და იმის შესახებ საუბრობდა, რის მიღწევაც სურდა მისით.
სხვადასხვა როლს ვასრულებდი და ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს მარცხენა მცველად, მაგრამ ხანდახან მიხდებოდა იქ თამაში და ამისგან სიამოვნებას ვიღებდი.
ფეხბურთის თამაში კვლავ მსიამოვნებს. როცა ფეხბურთელი ხარ, გსურს, ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და გამონაკლისი არც მე ვარ. ამისგან სიამოვნებას ვიღებ, ფეხბურთის თამაშისგან მართლა ვიღებ სიამოვნებას, ყოველი ნათამაშები წუთით.
როცა მწვრთნელი შემადგენლობაში მაყენებს, მნიშვნელობა არ აქვს მარცხენა მცველი ვიქნები, მარცხენა ვინგერი თუ მთელ მარცხენა ფლანგს ჩავიბარებ, 100 პროცენტით ვიხარჯები.
როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერ ფეხბურთელს რეგულარულად თამაში სურს და ამ სეზონში ეს შევძელი", - განაცხადა იანგმა.