"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ლუი საა მიიჩნევს, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში პრემირ ლიგის ტიტულს ვერ მოიპოვებს, თუ დავიდ დე ხეა ვერ შეინარჩუნა.
ამ ეტაპზე დავიდი შვებულებაშია და მადრიდში ისვენებს, სადაც ამბობენ, რომ "რეალთან" მოლაპარაკებებს მართავს. საა შიშობს, რომ "იუნაიტედი" ვერ შეინარჩუნებს ესპანელ კიპერს.
"დავიდის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. როდესაც თქვენ გყავთ კარგი მეკარე, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია, ზეწოლა გაცილებით ნაკლებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია"
"ჩემპიონისთვის კარგი მეკარე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი თავდამსხმელი. თუ დავიდი "იუნაიტედს" დატოვებს, მაშინ ჩემპიონატის მოგება შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ, "იუნაიტედმა" უნდა დაარწმუნოს დე ხეა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად." - განაცხადა ლუი საამ TalkSport-თან ინტერვიუში.