დავიდ დე ხეამ მადრიდის "რეალში" მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
სეზონის დასრულების შემდეგ დავიდი მადრიდში დაბრუნდა, სადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს, რათა მომდევნო თვეს კოსტა რიკასა და ბელორუსიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზოს.
დავიდი ესპანეთის დედაქალაქის ქუჩებში თავის მეგობარ გოგონასთან, ედურნე გარსიასთან ერთად შეამჩნიეს.
ედურნე ევროვიზიაზე ესპანეთს წარადგენდა და მისი დანახვისას აღფრთოვანებული ხალხი მიმართავდა: "ძალიან კარგი იყავი".
laSexta-ს ჟურნალისტმა კი დავიდთან მისვლა და კითხვის დასმა მოასწრო. ჟურნალისტის შეკითხვაზე მადრიდის "რეალში" აპირებდა გადასვლას თუ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს მოაწერდა ხელს, დე ხეამ უპასუხა: "არ ვილაპარაკებ. ჩვენ არაფერს გეტყვით."