"მანჩესტერ იუნაიტედი" ხავიერ ერნანდესს სატყუარად გამოიყენებს, რათა ლუი ვან გაალის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში მოხვედრილი ფეხბურთელების გადაბირება მოახერხოს.
2014/15 წლების სეზონი 26-წლის ფეხბურთელმა მადრიდის "რეალში" გაატარა, თუმცა ესპანელები მის გამოსყიდვას არ აპირებენ და ჩიჩარიტო "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება.
Manchester Evening News-ი ამტკიცებს, რომ მექსიკელი ფორვარდი ლუი ვან გაალის გეგმებში არ შედის და ზაფხულს მას კლუბის დატოვების საშუალებას მისცემენ. ამავდროულად, ერნანდესი შესაძლოა იმ ფეხბურთელთა შესაძენად გამოიყენონ, რომელიც ვან გაალს გუნდის სხვადასხვა პოზიციების გაძლიერებისთვის სჭირდება.
ყველაზე რეალურ შეთანხმებად კი ნათანიელ კლაინის შეძენა მოსჩანს, რომლითაც "იუნაიტედი" დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდება.
ერნანდესისადმი "საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანიც იჩენს ინტერესს, ამიტომ ვან გაალი შეეცდება იმავე ხერხს მიმართოს, რაც გასულ ზაფხულს გამოიყენა - "სპორტინგში" ლუიშ ნანის იჯარით გაშვების პირობით ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მარკოს როხო გადაიბირა.